სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:39

ახალი ამბები

აშშ-ში ტორნადოს, როგორც ჩანს, ნაკლები მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე აქამდე აცხადებდნენ

ტექსტის ზომა - +
21.05.2013
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეცვალეს მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ოკლაჰომის შტატში ძლიერი ტორნადოს შედეგად დაღუპულების რაოდენობას - ოფიციალური პირების ბოლო განცხადებით, დაღუპულების რიცხვი ნაკლებია. როგორც ირკვევა, 24 და არა 51 დაღუპული იპოვეს ქალაქ ოკლაჰომის გარეუბანში,  მურში, რომელიც გასაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. ამასთან გრძელდება ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა, ამდენად, დაღუპულთა რიცხვის ამსახველი ცნობა, შესაძლოა, შეიცვალოს. ადრე გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო 91 დაღუპულზე. მურში 55 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. შაბათ-კვირას ოკლაჰომას, კანზასსა და აიოვას თავს დაატყდა 20-მდე ტორნადო, რის შედეგადაც დანგრეულია მრავალი შენობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
21 მაისი 2013
21 მაისი 2013

კალენდარი