შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:32

ახალი ამბები

თალიბებმა თავდასხმა მოაწყეს ქაბულში გაეროს ოფისზე

ტექსტის ზომა - +
24.05.2013
ავღანეთის პოლიციის ცნობით, თალიბებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყეს ქაბულში გაეროს შენობების კომპლექსზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტაკებისას, რომელმაც ხუთი საათი გასტანა, დაიღუპნენ, სულ ცოტა, ერთი მცველი და ხუთი მეამბოხე. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ პარასკევს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ ამ ორგანიზაციის იტალიელი თანამშრომელი და სამი ავღანელი მცველი. როგორც იუწყებიან, თალიბანის წარმომადგენელმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც მისი თქმით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით დაიწყო.
24 მაისი 2013
24 მაისი 2013

კალენდარი