ლონდონის "უემბლის" სტადიონზე დასრულდა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩის პირველი ნახევარი. ვერც მიუნხენის (გერმანია) "ბაიერნმა“ და ვერც მისმა მეტოქემ, ასევე გერმანულმა გუნდმა, დორტმუნდის „ბორუსიამ“, პირველ 45 წუთში ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის კარის აღება.