ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:15

ახალი ამბები

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელმა მძღოლმა ორი პალესტინელი მოკლა

ტექსტის ზომა - +
17.06.2012
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჰებრონიდან სამხრეთით, სატვირთო მანქანის ისრაელელმა მძღოლმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორი პალესტინელი როცა ისინი, როგორც იტყობინებიან, მისი მანქანის გატაცებას ეცადნენ. თავად მძღოლი დაშავებულია და ის საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც მძღოლმა ისრაელის პოლიციას განუცხადა, მან ცეცხლი გახსნა მას მერე, რაც პალესტინელები დაესხნენ თავს. პალესტინელთა ხელისუფლებამ დაადასტურა ორი ადამიანის სიკვდილის ფაქტი, მაგრამ დეტალები არ უცნობებია. ისრაელელებს, რომლებიც რეგულარულად მგზავრობენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ.

კალენდარი