ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:31

ახალი ამბები

მოლდავეთში ლგბტ თემის მსვლელობას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები შეუერთდნენ

ტექსტის ზომა - +
20.05.2013
ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ლესბოსელების, გეიების, ბისექსუალების და ტრანსსექსუალების თემის მიერ მოწყობილ მსვლეობაში, კიშინიოვში, მოლდავეთის დედაქალქში. მსვლელობის ლოზუნგი იყო, "ყველასათვას ერთნაირი უფლებები".  კვირას გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ აშშ-ის ელჩი მოლდავეთში, უილიამ მოზერი, ევროკავშირის ელჩი   დირკ შიუბელი და გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი, შტეფან ფიულე.  პოლიციამ მსვლელობა გზით ნახევარზე შეაჩერა, რადგან სურდა თავიდან  აეცილებინა შეტაკება  ჰომოსექსუალთა უფლებების  მოწინააღმდეგებთან. კვირას, უფრო ადრე, რამდენიმე ასეული მართლმადიდებელი მღვდელი და ეკლესიის მიმდევრები კიშინიოვის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და  პროტესტი გამოთქვეს თანასწორი შესაძლებლობის შესახებ კანონის მიმართ. ეს კანონი, მოლდავეთმა მიიღო 2012 წელს,   ევროპის კავშირში  ინტეგრაციის  ერთ-ერთი ნაბიჯის სახით. ის კრძალავს დასაქმების სფეროში  ექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას.
20 მაისი 2013
20 მაისი 2013

კალენდარი