პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:00

ახალი ამბები

პუსი რაიოტის ქომაგმა რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ჩეხეთში თავშესაფარი მიიღო

ტექსტის ზომა - +
24.05.2013
რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა, რომელმაც მხარი დაუჭირა  პანკროკ ჯგუფ პუსი რაიოტის, საპატიმროში მყოფ წევრებს, ჩეხეთში თავშესაფარი მიიღო. სერგეი ბარანოვმა, რომელიც  დიაკვნად მუშაობდა ტამბოვში,  გამოცოცხლება გამოიწვია რუსეთში თავისი ღია წერილით, რომელიც მოსკოვის პატრიარქატს მიწერა. მასში ის აღშფოთებას  გამოხატავდა  პუსი რაიოტის მიმართ ეკლესიის მიუტევებლობის გამო. პუსი რაიოტის სამ წევრს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის ეკლესიაში პერფორმანსის გამო. ერთი მათგანი  პირობით გამოუშვეს. მათი გალობის ტექსტი შეიცავდა კრემლის საწინააღმდეგო ფრაზებს.   ბარანოვი ეკლესიამ განკვეთა. მან ჩეხეთის მედიას უთხრა, რომ ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში გადაინაცვლებს.
24 მაისი 2013
24 მაისი 2013

კალენდარი