ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:58

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ტექსტის ზომა - +
20.05.2013
მიმდინარე წლის 20 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზედენტთან, მის აღმატებულება, ბატონ ილჰამ ალიევთან. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროების და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებს და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები განიხილავენ სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 22 მაისს დასრულდება.
20 მაისი 2013
20 მაისი 2013

კალენდარი