სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:20

ახალი ამბები

პროკურატურა: ფაქტობრივად დასრულებულია გამოძიება მერაბიშვილის საქმის კიდევ ორ ეპიზოდზე

ტექსტის ზომა - +
21.05.2013
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ფაქტობრივად დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის ილია ჯალაღანიას განმარტებით, პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა. პროკურატურის ცნობითვე, ”მეორე ეპიზოდი უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით პროკურატურის მიერ პრაქტიკულად, სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და შემსრულებლები.” პროკურატურის განცხადებით, მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილმა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, მომხდარი დანაშაულისაგან საკუთარი მეუღლის და მასთან დაახლოებული პირების ხელოვნურად განრიდების მიზნით უზრუნველყო საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამ ორ ეპიზოდზე მერაბიშვილს ბრალი უახლოეს ხანში წარედგინება.
21 მაისი 2013
21 მაისი 2013

კალენდარი