პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:09

ახალი ამბები

პაკისტანის სამგზავრო თვითმფრინავი მანჩესტერის ნაცვლად სტენსტედში დასვეს

ტექსტის ზომა - +
24.05.2013
ბრიტანეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი მანჩესტერის აეროპორტის ნაცვლად წარმართეს ლონდონის მახლობლად მდებარე  სტენსტედისკენ და იქ დასვეს.
სამგზავრო თვიმფრინავი ლაჰორიდან მოფრინავდა, მის ბორტზე 297 მგზავრი იყო.  ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, ინციდენტი მოხდა თვითმფრინავის ცაში ყოფნისას.  თვითმფრინავის დაშვების შემლეგ, მასში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და  დააკავეს ორი პირი, რომლებმაც საფრხე შეუქმნეს თვითმფრინავს.  როიტერსს მოჰყავს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ წინასწარი დასკვნით, თვითმფრინავი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა. თვითმფრინავის ყველა მგზავრი უვნებელია.
24 მაისი 2013
24 მაისი 2013

კალენდარი