Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ბორნის ჩაძირვის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა 25-მდე


სამხრეთ კორეის ბორნის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. სამგზავრო ბორანი ოთხშაბათს დილით ორ საათში ჩაიძირა. მასზე იმყოფებოდა 470-ზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა - სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ექსკურსიაზე მიემგზავრებოდნენ. მაშველებმა 179 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ამ დრომდე უცნობია 270-ზე მეტის ბედი. სამძებრო სამუშაოს ამინდი ართულებს. სამაშველო საქმიანობაში ჩართულია 500-ზე მეტი მყვინთავი, 170-მდე ნავი და 30 ერთეული ავიატექნიკა. კვლავაც უცნობია რამ გამოიწვია ბორნის ჩაძირვა. რამდენიმე მგზავრი ყვება, რომ ბორნის შეჩერებამდე ძლიერი დარტყმის ხმა გაიგონეს.
XS
SM
MD
LG