Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშრაფ ღანი აპირებს შერიგებას ყოფილ საველე მეთაურებთან


ავღანეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აშრაფ ღანიმ 17 აპრილს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ეროვნული ერთიანობის მთავრობას შექმნის და მასში ზოგიერთ საველე მეთაურსაც შეიყვანს. აშრაფ ღანი არ აპირებს საომარ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა გასამართლებას, არამედ სურს „ჭეშმარიტი შერიგების“ მიღწევა. „ქვეყანა არ უნდა ჩაეფლოს წარსულში, რომელიც მომავალს გვართმევს“, - განაცხადა აშრაფ ღანიმ. პრეზიდენტობის კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ავღანეთში განამტკიცებს კანონის უზენაესობას, შექმნის ისეთ ეკონომიკურ სისტემას, რომელიც შეამცირებს ქვეყნის დახმარებაზე დამოკიდებულებას. აშრაფ ღანი ერთ-ერთი დაწინაურებული კანდიდატია ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 აპრილს ჩატარდა და რომლის წინასწარი შედეგებიც ოფიციალურად 24 აპრილს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG