Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი საიდუმლო პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის


თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ზრდის ქვეყნის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფლებებს. საკანონმდებლო ორგანომ ცხარე დებატების შემდეგ აღნიშნული ცვლილება 17 აპრილს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილება თურქეთის ეროვნულ სადაზვერვო სამსახურს საიდუმლო ოპერაციების განხორციელებისა და მოქალაქეთა პირად მონაცემებზე ფართო წვდომის უფლებას ანიჭებს. თურქეთის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ კანონ-პროექტს, შიშობენ, რომ ცვლილება თურქეთს აქცევს ქვეყნად, სადაც ყველას უსმენენ.
XS
SM
MD
LG