Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა ციხეში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოსაძიებლად


სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოსაძიებლად საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა. „მსჯავრდებულთა სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროულად დანიშვნა და ჩატარება“, - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრის, ან შეტყობინების მიღებისას გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, ხოლო გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად.
XS
SM
MD
LG