Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს აბდელაზიზ ბუტეფლიკა


ალჟირის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს 77 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკა. მას ხმების 81% ერგო მიუხედავად იმისა, რომ შარშან ინსულტის შემდეგ შეშფოთებას იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბევრს აეჭვებს ხელისუფლების სათავეში მისი დარჩენის უნარი. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი პარასკევს გამოაცხადა ალჟირის შინაგან საქმეთა მინისტრმა თაიებ ბელაიზმა. ბუტეფლიკას მთავარ მეტოქეს, ყოფილ პერმიერ-მინისტრ ალი ბენფლის ერგო ხმების სულ 12%. ალჟირში 17 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 52%-მა.
XS
SM
MD
LG