Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოეწყვეს სამხედრო ბაზაზე


უკრაინის მთავრობის განცხადებით, ჯარმა მოიგერია პრორუსული მეამბოხეების იერიში სამხედრო ბაზაზე ქვეყნის აღმოსავლეთში. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მიერ ფეისბუკით, 24 აპრილს გაკეთებული განცხადებით , თავდასხმა მოხდა არტემივსკში, დონეცკსა და სლავიანსკს შორის. ავაკოვის თანახმად, ერთი ჯარისკაცი დაიჭრა 70-მდე სეპარატისტით თავდასხმისას. მისი ინფორმაციით, პრორუსულმა შეიარაღებულმა პირებმა დატოვეს ქალაქის მმართველობის შენობა შავიზღვისპირა ქალაქ მარიუპოლში და მერი თავის ოფისს დაუბრუნდა. ცნობით, ხუთი პირი, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ შენობა, პოლიციასთან სროლის დროს დაიჭრნენ. პრორუსულ აქტივისტებს და ნიღბიან პირებს უკვე მეორე კვირაა დაკავებული აქვთ აღმოსავლეთი უკრაინის ქალაქების სამთავრობო შენობები.
XS
SM
MD
LG