Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ისრაელში ჩავიდა ღაზაში ზავზე მოსალაპარაკებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელში ჩავიდა ღაზის სექტორში ისრაელსა და ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ბრძოლის შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად. დაპირისპირება ორ კვირაზე მეტია გრძელდება და უკვე 600-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა. ისრაელის მხარეს დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი და 27 ჯარისკაცი. ჯონ კერი სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრინდა თელ-ავივში, სადაც აშშ-ს აკრძალული აქვს კომერციული რეისების შესრულება პალესტინელების სარაკეტო იერიშების საფრთხის გამო. ისრაელში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც - ისიც დიპლომატიური მისიით ღაზის სექტორში ზავის მისაღწევად. ისრაელმა 8 ივლისს დაიწყო ღაზის დაბომბვა, იქიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებისათვის ბოლოს მოსაღებად.

XS
SM
MD
LG