Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. გიორგაძე არის კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი. კულტურის მინისტრის პოსტზე მის წარდგენასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ გიორგაძეს აქვს ფართო კონტაქტები უცხოეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას მსოფლიო მასშტაბით და მის პოპულარიზაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივლისს თანამდებობებიდან დაითხოვა შვიდი სამინისტროს ხელმძღვანელები, მათ შორის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. მიხეილ გიორგაძის დასახელების შემდეგ უკვე ცნობილია ყველა ახალი მინისტრის კანდიდატურების ვინაობა.


XS
SM
MD
LG