Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე არ გამორიცხავს გამომძიებელთა ჩართვას ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიის მიზეზთა დასადგენად


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ენერგოსისტემაში 27 ივლისს მომხარი ავარიის მიზეზების დასადგენად, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავს საგამოძიებო ორგანოების ჩართვას. ამ წინადადებით მან ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმართა საქართველოს ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს სულხან ზუმბურიძეს. „თუ გაქვთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დივერსია, ჩართეთ საგამოძიებო უწყებები და მოგვახსენეთ დღის განმავლობაში“ - უთხრა კალაძემ ზუმბურიძეს. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, 27 ივლისს, გვიან საღამოს დაზიანებული სამი გადამცემი ხაზიდან ერთი აღდგენილია, დანარჩენი ორის აღსადგენად კი მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

XS
SM
MD
LG