Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: როცა საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გამოეხმაურა მთავარ პროკურატურაში მის გამოძახებას. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. „პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. თუმცა ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ“, - წერს სააკაშვილი და დასძენს: „ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს“. სააკაშვილი დღეს, 11 საათისთვის დაიბარეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად.

XS
SM
MD
LG