Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი მიხეილ სააკაშვილს


დღეს პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისი გადაწყვეტილება გადაეცა სააკაშვილის ადვოკატს ოთარ კახიძეს. ამასთანავე, პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად მითვისებას. ყოფილ პრეზიდენტს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ.

XS
SM
MD
LG