Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა ნატოს სამიტის შემდეგ


პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ეწვევა მომავალ კვირაში ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ. ჰეიგელი 3 სექტემბერს იწყებს ექვსდღიან ტურნეს უცხეთში - ჯერ ჩავა უელსში ნატოს სამიტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველოს ესტუმრება. პენტაგონის პრესმდივანმა, ადმირალმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველო „იზიარებს აშშ-ს შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის მოქმედებით“. საქართველოს შემდეგ ჰეიგელი თურქეთს ეწვევა - ეს იქნება თურქეთში მისი პირველი ვიზიტი თავდაცვის მინისტრის რანგში.

XS
SM
MD
LG