Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში კატასტროფა განიცადა უკრაინის სატრანსპორტო თვითმფრინავმა


ალჟირში კატასტროფა განიცადა უკრაინის სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავმა. ცნობების თანახმად, დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი შვიდივე ადამიანი. ალჟირის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავიაკატასტროფა მოხდა 30 აგვისტოს, დილით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ტამანრასეტის მახლობლად. "ანტონოვ ან-12" ტიპის თვითმფრინავი შვიდკაციანი ეკიპაჟით მიფრინავდა ეკვატორიულ გვინეაში, როცა აეროპორტიდან 15-მდე კილომეტრში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG