Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: უკრაინაში რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევა არ მოხდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო ჩარევა არ მოხდება, ანუ რაზეც კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ უკვე მოხდა. ლავროვმა რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მასწავლებლებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „სამხედრო ჩარევა“, არ მოხდება. უკრაინის ამ რეგინში რუსეთის მომხრე სეპარატისტებს აპრილის შემდეგ ებრძვის უკრაინის არმია. გაეროს თანახმად ამ კონფლიქტში დახოცილთა რიცხვმა ორი ათას ექვსასს მიაღწია. ნატომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ათასამდე რუსი სამხედრო შევიდა უკრაინაში, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ „მიმდინარე შეჭრა“ უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა 1 სექტემბერს, რომ ბოლო დღეების მოვლენები ადასტურებს, რუსეთმა დაიწყო „პირდაპირი და ღია აგრესია“ უკრაინის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG