Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბესლანის ტერაქტის წლისთავს აღნიშნავენ


რუსეთში აღნიშნავენ ჩრდილოეთ ოსეთის, ბესლანის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული პირების მიერ სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მძევლად აყვანის და მასობრივი მკვლელობის ათი წლისთავს. ქალაქის პირველი სკოლის 1200 მოსწავლე და მასწავლებელი მძევლად ჰყავდათ აყვანილი ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის მებრძოლებს. ტერაქტის და სპეცდანიშნულების შენაერთის მიერ ჩატარებული შემდგომი ოპერაციის დროს სულ მოკლეს 334 ადამიანი, მათ შორის 186 - ბავშვი. პირველი სექტემბერი და შემდგომი ორი დღე ბესლანში გლოვის დღეა. ათასობით ადამიანი მივიდა სკოლის შენობაში, სადაც ტრაგედია მოხდა. მომხდარის ობიექტურ გამოძიება არ ჩატარებულა.

XS
SM
MD
LG