Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია იარაღს მიაწოდებს ერაყელ ქურთებს


გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება იარაღი მიაწოდოს ქურთთა შეიარაღებულ ფორმირებას „პეშმერგას“, რომელიც ერაყის ჩრდილოეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ქურთებს გადაეცემათ როგორც ცეცხლსასროლი, ისე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. მისივე თქმით, იარაღს 4000-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ამგვარი ინიციატივით უკვე გამოვიდა აშშ, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. გერმანიის გადაწყვეტილების კრიტიკოსები შიშობენ, რომ გერმანიიდან გაგზავნილი იარაღი შესაძლოა აღმოჩნდეს ისლამისტი მებრძოლების ხელში.

XS
SM
MD
LG