Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების შესახებ


ავღანეთში პრეზიდენტობის ერთმანეთში დაპირისპირებულმა კანდიდატებმა, აბდულა აბდულამ და აშრაფ ღანიმ ხელი მოაწერეს ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებას ერთიანი მმართველი გუნდის შესაქმნელად. ცნობების თანახმად, აშრაფ ღანის პრეზიდენტის პოსტი ერგება, ხოლო აბდულა აბდულას - აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის. ეს შეთანხმება ბოლოს უღებს რამდენიმეთვიან დავას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გარშემო. ავღანეთის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა, როგორც გადაეხვია ერთმანეთს ორი მეტოქე დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ. ამას მოჰყვა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის გამოსვლა. მან ორივეს მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ავღანეთს „მშვიდობა და კეთილდღეობა“ მოელის. კარზაის პრესმდივნის ინფორმაციით, ამ ერთი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი პრეზიდენტად აშრაფ ღანის ინაუგურაცია.

XS
SM
MD
LG