Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია: ტუბერკულოზის მეტი შემთხვევა აღირიცხა


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ მცდელობებმა, განვითარებულიყო ტუბერკულოზის შესახებ მონაცემების შეგროვება და გავრცელება, აჩვენა, რომ ამ სენის ნახევარი მილიონით მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე მანამდე მოელოდნენ. ორგანიზაციის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ცხრა მილიონ ადამიანს სჭირდა ჭლექი 2013 წელს და მათგან მილიონნახევარი მოკვდა, მათ შორის 360 ათასი „ეიჩ-აი-ვის“ ვირუსის მატარებელი იყო. ცნობით, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა ეცემა და ბოლო 24 წელიწადში 45 პროცენტით შემცირდა.

XS
SM
MD
LG