Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. მას მეგზურობა გაუწია საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ, რომელმაც ლიტველ დიპლომატს გააცნო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებით გამოწვეული პრობლემები და ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია სოფელ ხურვალეთის მოსახლეობისგანაც მიიღო.

XS
SM
MD
LG