Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი ებოლასთან ბრძოლისთვის ერთ მილიარდ ევროს გაიღებს


ევროპის კავშირის წევრები სახელმწიფოების ლიდერები რთული ეკონომიკური ვითარების გარშემო განაგრძობენ მსჯელობას ბრიუსელში. 24 ოქტომბრის შეხვედრის ფონია ეკონომიკური ზრდის შეჩერება, მაღალი უმუშევრობა, დაძაბულობა წევრი ქვეყნების ბიუჯეტების გარშემო. ლიდერები შეთანხმდნენ, გაზარდოს მომაკვდინებელ სენთან ბრძორლისთვის აგმოყოფილი თანხა ერთ მილიარდ ევრომდე. ამავე დროს, მათ ბრიტანეთს მოთხოვეს დამატებით ორი მილიარდ ასი ათასი ევრო შეიტანოს ევროკავშირის სალაროში. ბრიტანეთმა ცნობა დაადასტურა, რომ ბრიუსელი ლონდონისგან მისი წილის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვს. ბრიტანეთის პრემირ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა მოითხოვა, ევროკავშირის ფინანსთან მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართოს ამ საკითხზე. იგივე თხოვნით მიმართა ევროკავშირმა ნიდერლანდს, თუმცა ამ უფრო მცირე ქვეყნის წილი შესაბამისია, მას ბრიუსელი დამატებით 642 მილიონ ევროს თხოვს. მოთხოვნები გაჩნდა, რადგან ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მაშინ, როცა ევროპის კავშირის უმეტეს წევრებს ეკონომიკური სტაგნაცია აქვთ. ევროკავშირის ბიუჯეტში წილი ქვეყნების ეკონომიკების მოცულობით განისაზღვრება. მოლაპარაკების პირველ დღეს, 23 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას შეამცირონ სათბურის გაზის გამოყოფა 2030 წლისთვის 40 პროცენტამდე. ამავე წლისთვის მათ დასახეს სხვა მიზანიც: გაიზარდოს განახლებადი ენერგიის გამოყენება, სულ, 27 პროცენტით. ამას ემატება მათი პირობა, რომ გაფართოვდება წევრ ქვეყნებს შორს ენერგიის მარაგის მიმოქცევის საშუალებები.

XS
SM
MD
LG