Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთში დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა სარეკორდოდ მაღალია


გაეროს განცხადებით, მიმდინარე წელს ავღანეთში დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა სარეკორდოდ მაღალი იყო და შარშანდელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ავღანეთის დახმარების გაეროს მისიამ ქაბულში 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს აღრიცხული მონაცემებით, დაიღუპა 3,188 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 6,429.ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, „წელს ავღანეთში მოკლული და დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობა ყველაზე მაღალია გაეროს მიერ შემუშავებულ მონაცემებში.“ ანგარიშში წერია, რომ სამოქალაქო პირებში მსხვერპლის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია ქვეითი საჯარისო მოქმედებები და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაშავებული ქალების და ბავშვების რაოდენობა გაიზარდა 14 და 33 პროცენტით, შესაბამისად.

XS
SM
MD
LG