Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერშბოუ: "საქართველოს ჯარი საუკეთესოთა შორისაა"


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან მინდია ჯანელიძესთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად დღეს ვაზიანის პოლიგონზე დაესწრო საჩვენებელ სამხედრო წვრთნას, რომელიც საგანგებოდ მისთვის გაიმართა. „კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ხშირად მომისმენია ნატოსა და ამერიკელი სამხედრო მეთაურებისგან, რომ საქართველოს ჯარი საუკეთესოთა შორისაა“ - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრ ვერშბოუმ. მისი ინფორმაციით, თებერვალში საქართველოს ეწვევიან ექსპერტები, რომლებიც ქართულ მხარესთან ერთად განიხილავენ ნატოს მომავალი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობის საკითხს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნატოს მომავალი ცენტრისთვის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანის სამხედრო ბაზა განიხილება.

XS
SM
MD
LG