Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ერთი პირი დააკავა ფოტოკორესპონდენტზე ძალადობის ბრალდებით


ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეზე ძალადობის გამო თბილისის პოლიციამ დააკავა 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი. მას ბრალად ედება ძალადობით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ნივთის დაზიანება. შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირმა 4 მარტს, საღამოს თბილისში ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციისას, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ფოტოაპარატი დაუზიანა. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირი მიმალვიდან რამდენიმე საათში დააკავეს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი ვარდების მოედანზე აშუქებდა სამი პოლიტიკური ორგანიზაციის, „რეფორმატორების“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ აქციას, რომლის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოაპარატი დაუმტვრია.

XS
SM
MD
LG