Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა ჩანაწერი დატოვა გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში


თბილისში, გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საფრანგეთის ალპებში 24 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი ღრაიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ გერმანელ ხალხს.

XS
SM
MD
LG