Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოჰაში გაიმართა მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასა და "თალიბანს" შორის


ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თალიბანის წევრების მოლაპარაკებები გაიმართა დოჰაში. პროცესი ორ დღეს გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის ძალიან ცოტა დეტალი გახდა ცნობილი. „თალიბანის“ ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერზს“ტელეფონით განუცხადა, რომ „თალიბანის“ რვაწევრიან დელეგაციას ჰქონდა პირდაპირი დიალოგი ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თალიბების დელეგაციას შერ მოჰამედ აბას სტანეკზაი ხელმძღვანელობდა. ორი მხარე მსჯელობდა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ ქვეყანაში აშშ-ის სამხედროების გახანგრძლივებული ყოფნის საკითხზე. „თალიბანი“ აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას, ვიდრე ყველა უცხოელი ჯარისკაცი არ გავა ავღანეთიდან. ავღანეთის მთავრობის დელეგაციამ შეხვედრისას აღნიშნა, რომ უცხოელი სამხედროების უმრავლესობამ უკვე დატოვა ავღანეთი და მხოლოდ მწვრთნელები დარჩნენ, რომლებიც აგრეთვე გავლენ ქვეყნიდან, თუკი "თალიბანი" შეწყვეტს ბრძოლას. მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეთანხმდნენ მხოლოდ მორიგი შეხვედრის გამართვაზე - „სავარაუდოდ, მომავალ თვეში“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

XS
SM
MD
LG