Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია პლისეცკაიასთან გამომშვიდობების ცერემონია გერმანიაში გაიმართება


მაია პლისეცკაიასთან გამომშვიდობების ცერემონია გერმანიაში გაიმართება. მის ფერფლს კი, ანდერძის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე მოაბნევენ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ განუცხადა დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ურინმა. მისი სიტყვებით, პლისეცკაიასთან გამომშვიდობება მხოლოდ ნათესავებისა და ახლობლების წრეში გაიმართება. კვირას, 3 მაისს დიდ თეატრში სპექტაკლი „ქალი კამელიებით“, მაია პლისეცკაიას ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო. დიდი ბალერინა 89 წლის ასაკში 2 მაისს გერმანიაში გულის შეტევით გარდაიცვალა. მაია პლისეცკაია თითქმის 60 წელიწადს ცეკვავდა და აქედან თითქმის 50 წელიწადი - დიდი თეატრის სცენაზე, რომლის დასშიც 1943 წელს მიიღეს (მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრებისთანავე). მსახიობი ასრულებდა კლასიკური რეპერტუარის ყველა მთავარ პარტიას. მათ შორის ყველაზე ცნობილია: ოდეტა-ოდილია „გედების ტბაში“, ავრორა „მძინარე მზეთუნახავში“, რაიმონდა ამავე სახელწოდების ბალეტში, კარმენი „კარმენ-სუიტაში“. როლან პეტიმ მისთვის დადგა "ვარდის სიკვდილი", მორის ბეჟარმა -"ბოლერო" და "აისედორა".

XS
SM
MD
LG