Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალისტი რუსი ბაიკერების მცირე ჯგუფი გერმანიაში ჩავიდა


გერმანიის, ბავარიის, პოლიციის განცხადებით, ნაციონალისტი რუსი ბაიკერების, კლუბ „ღამის მგლების“ ერთი-ორი წევრი, გერმანიის ტერიტორიაზე შევიდა. პოლიციის თქმით, ათ წევრიან ჯგუფში მხოლოდ ორი იყო კლუბის ნამდვილი წევრი, დანარჩენები მათი ნათესავები, ახლობლები იყვნენ. მათი მიზანია, 9 მაისს ბერლინში ჩასვლა და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავის აღნიშვნა. ბავარიის პოლიციის განცხადებით, 3 მაისს, შუადღისას ჯგუფი გერმანიაში ავსტრიიდან შევიდა. მანამდე, ვენაში, ჯგუფის ორმა წევრმა გვირგვინი მიიტანა საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალთან. ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა „ღამის მგლების“ გეგმა. პოლონეთმა კლუბის წევრებს ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა, უკრაინაში რუსეთის როლის გამო. გერმანიის მთავრობამ ვიზა გაუუქმა რამდენიმე პირს, რომლებიც ჯგუფის ლიდერებს მიეკუთვნებოდნენ.

XS
SM
MD
LG