Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 1 ივლისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის


საქართველო დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 1 ივლისს, 10:00 საათიდანბ ანალოგური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც. ეს მოწყობილობა მოსახლეობამ სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში უნდა შეიძინოს. სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, "საქართველოს ფოსტის" შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

XS
SM
MD
LG