Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: "იურიდიული პერსპექტივა" არ გააჩნია ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის კანონიერების შესწავლას


რუსეთი აცხადებს, რომ „იურიდიული პერსპექტივა“ არ გააჩნია დეპუტატების მოთხოვნას, შესწავლილ იქნეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისათვის 1991 წელს დამოუკიდებლობის მინიჭების კანონიერება. რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის, მარინა გრიდნევას განმარტებით, პროკურატურა ვალდებულია, განიხილოს ყველა მიმართვა, მათი შინაარსის მიუხედავად. როგორც გრიდნევამ 1 ივლისს განაცხადა, მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ საქმეს არ გააჩნია „იურიდიული პერსპექტივა“. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის გენერალური პროკურორი ორი დეპუტატის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე შეისწავლის, კანონიერი იყო თუ არა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს 1991 წლის გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ. ცნობამ შეშფოთება გამოიწვია ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გასულ წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ 1954 წელს ყირიმი უკანონოდ გადაეცა უკრაინას.

XS
SM
MD
LG