Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და კუბა საელჩოებს გახსნიან კავშირების აღსადგენად


აშშ და კუბა შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის დედაქალაქებში საელჩოებს გახსნიან - რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე. კუბის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაცემულ გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 1 ივლისს განაცხადა, „წარსულის ტყვეები არ უნდა ვიყოთო“ და დასძინა, რომ ამერიკელები და კუბელები ერთნაირად არიან მზად წინსვლისთვის. კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩოები 20 ივლისს გაიხსნება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შეწყვეტილი იყო ადრეული 1960 წლებიდან - როცა აშშ-მა კავშირი გაწყვიტა და ემბარგო დაუწესა კომუნისტების მიერ მართულ კუნძულს. 2014 წლის დეკემბერში ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ ურთიერთობის ნორმალიზებაზე. მაისში აშშ-მა კუბა ამოიღო ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან.

XS
SM
MD
LG