Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა დაასრულა სასაზღვრო ბარიერის მშენებლობა სერბიასთან


უნგრეთი აცხადებს, რომ დაასრულა მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ჩაფიქრებული 175 კილომეტრის სიგრძის მავთულხლართებიანი ბარიერის მშენებლობა სერბიის საზღვარზე. აღნიშნულ განცხადებას უნგრეთის სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მავთულხლართებიანი ბარიერის უკან აღმართულია 4 მეტრის სიმაღლის მესერი, რომელიც უნგრეთის არმიამ ააგო. ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა, რომელიც შენგენის ზონის წევრიცაა, გასულ წელს გზა გადაუჭრა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის კონფლიქტური ქვეყნებიდან გამოქცეულ 140 ათას დევნილს, რომლებიც სერბიის გავლით აპირებდნენ უნგრეთში შესვლას.

XS
SM
MD
LG