Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში თურქეთის და ევრკავშირის ლიდერების შეხვედრა იმართება


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის და თურქეთის ლიდერების შევხედრა ბრიუსელში მიზნად ისახავს, ევროპისკენ მომავალი ლტოლვილთა ტალღა შესუსტდეს. შეთანხმება მიღწეული იყო, თქვა ტუსკმა სამიტის დაწყებადმე, იმედია, მხარეები ახლა ყველა მხარე აღიარებს მას, განაცხადა ტუსკმა. ევროკავშირის და თურქეთის ლიდერები დღეს, ბრიუსელში შეიკრიბნენ , რათა საბოლოოდ გააფორმონ შეთანხმება მიგრანტთა ტალღის შემსუბუქების თაობეზე. თურქეთის პრემიერი, აჰმეთ დავუთოღლუ ევროპის 28 ქვენის ლიდერებს ხვდება. შეთანხმების ეართი პუნქტია, თურქეთისთვის არაერთმილარდიანი დახმარების აღმოჩენა ამ სფეროში. თურქეთმა ორ მილინზე მეტი ლტოლვილი შეიფარა. წელს, სირიასა და სხვა ქვეყნებიდან, ევროპაში 850 ათასი მიგრანტი ჩამოვიდა. ეს ლტოლვითა მოძრაობის უდიდესი ტალღა იყო მეორე მსოლიო ომის შემდეგ ევროპაში.

XS
SM
MD
LG