Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ერაყში კიდევ სამ მასობრივ საფლავს მიაგნეს


ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ სინჯარში და მასთან ახლოს, კიდევ სამ მასობრივ საფლავს მიაგნეს. ქალაქი ახლახან დაიბრუნეს ქურთმა მებრძოლებმა. ქურთებით და იეზიდებით დასახლებულ ამ არეალში, შარშან აგვისტოდან ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები ბატონობდნენ. საფლავებში ასამდე გვამი ნახეს. ისლამურმა სახელმწიფოს არაერთი იეზიდი დახოცა, ბევრი მონად გადააქცია, ათასობით ადგილობრივი მკვიდრი იძულებული გახდა მთებში გახიზნულიყო.

XS
SM
MD
LG