დღეს, 2024 წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
ქალაქ-ქალაქ სიარულით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ საქართველოს დიდი საფრთხე ელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, შესაძლოა ქვეყანაში დაიკარგოს სქესის გაგება, ქალისა და კაცის, დედისა და მამის ცნებები და ბოლოს ქართველობაც.
ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის, „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით გაიმართა ე.წ. აგენტების კანონის საერთო-საზოგადოებრივი განხილვა, რის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიციას: უნგრეთში მიემგზავრება და მასპინძელ ვიქტორ ორბანთან ერთად მონაწილეობს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში).
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა და მედეგობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის სათანადოდ მოწესრიგებაც ევალება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ამ ეტაპზე ლაპარაკია ყოვლისმომცველი, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად საჭირო სადისკუსიო პროცესის უზრუნველყოფაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი პანკრეონეკროზით არის დაავადებული. მოსკოვი მის სავარაუდო შემცვლელად ასახელებს ბატალიონ „ახმატის“ ყოფილ მეთაურ აპტი ალაუდინოვს, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
ჩამოტვირთე მეტი