2019 წლის გაზაფხულზე, ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც საკუთარ თავს „მეომარ შამანს“ უწოდებს, ფეხით გაემგზავრა იაკუტსკიდან მოსკოვისკენ ღიად გაცხადებული მიზნით - ჩაეტარებინა კრემლიდან ვლადიმირ პუტინის განდევნის რიტუალი.
“ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის WhatsApp-ში გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც, სავარაუდოდ, „აგენტების კანონის“ გაშუქების კუთხეს ეხებოდა, წაშლილია. ნინო შუბლაძე ამბობს, რომ ის მას თავად არ დაუწერია.
„აგენტების კანონის“ დაბრუნებისა და ამის გამო დასავლეთისგან მწვავე კრიტიკის პარალელურად, პარლამენტმა ოფშორებიდან საქართველოში კომპანიებისა და მათი ქონების გადმოტანაზე გადასახადები დაჩქარებული წესით გააუქმა.
ერთი საუკუნის წინ, 1921 წელს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია, რასაც ქვეყნის გასაბჭოება მოჰყვა. მომავალი ათწლეულების განმავლობაში დამყარდა სხვა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა საქართველოს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა. ეს რიცხვი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს მიაწოდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის კვალიფიკაციით.
ჩამოტვირთე მეტი