შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 11:00

საზოგადოება

გიორგი ტუღუში: „პატიმრები სულ უფრო ხშირად ჩივიან“

ტექსტის ზომა - +
31.03.2010
სახალხო დამცველმა პარლამენტს 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ვრცელ, 400-გვერდიან, ანგარიშში პრიორიტეტად გამოყოფილია მონიტორინგი თავისუფლების შეზღუდვის ადგილებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
მარტი 2010
31 მარტი 2010

აუდიო ექვსი ოსის სანაცვლოდ - ერთი ქართველი

ორი დღის განმავლობაში ექვსი ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა, რომლებიც, სხვადასხვა ბრალდებით, ქართველ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ოსურმა მხარემ გაათავისუფლა მხოლოდ ერთი ქართველი - სოფელ კირბალის მცხოვრები მამუკა სამხარაძე.

აუდიო ორი დღის განმავლობაში 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა

ორი დღის განმავლობაში 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლდა, რომლებიც, სხვადასხვა ბრალდებით, ქართველ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული. როგორც რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილი ნება

აუდიო ქვემო ქართლი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მოლოდინშია

ქვემო ქართლის რეგიონში რაიონული სერვის-ცენტრების დაფუძნება დაიწყეს. სერვის-ცენტრები მიიღებენ ტრაქტორებს, კომბაინებს და მიწის დამუშავებისთვის საჭირო სხვა ტექნიკას. ერთი ასეთი ცენტრი გარდაბნის რაიონშიც გაიხსნა.

30 მარტი 2010

აუდიო სტიქიამ თერჯოლის რაიონის რამდენიმე სოფელში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება შეაფერხა

ადიდებულმა ყვირილამ ხიდი დაანგრია, რის გამოც სიმონეთის, ნახშირღელესა და ნავენახევის მცხოვრებლები ყანებში ვეღარ მიდიან. ხიდი ერთადერთი გზა იყო, რომელიც სახნავ–სათეს მიწებთან მიდიოდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ხიდის აღსადგენად მილიონი ლარია საჭირო.

აუდიო გაზაფხული-2010

გაზაფხული სოფლად, მისი თანმხლები პრობლემებით, რომლებიც წლიდან წლამდე თითქმის არ იცვლება. ”რეგიონულ მაცნეში” დღეს შეიტყობთ, არის თუ არა ასეთ ფონზე რამით გამორჩეული გაზაფხული 2010 და რა უჭირს და ულხინს გლეხს. მოისმინეთ სიუჟეტები ახალციხიდან, გორიდან, გარდაბნიდან და ლაგოდეხიდან.

აუდიო ოკუპირებული ტერიტორიების სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები ფერხდება

შიდა ქართლში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ კონფლიქტის ზონის სოფლებში გარკვეული ფართობები დაუმუშავებელი დარჩება. ერგნეთში, ნიქოზში, დვანში, ზარდიანთკარსა და გუგუტიანთკარში მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მიწის ნაკვეთებში შესვლას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ იქვე რუსი მესაზღვრეები დგანან. გარდა ამისა, ეს ნაკვეთები ომის შემდეგ გაუნაღმავი დარჩა და ადგილობრივ გლეხებს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს.

თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის 30 მარტის № 254 განკარგულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართება. განკარგულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა. პირდაპირი წესით მხოლოდ დედაქალაქის მერის არჩევნები გაიმართება.

ჟენევის ახალი დისკუსია ძველი მოთხოვნებით

ჩოჩიევი ჟენევაში კიდევ ერთხელ წამოაყენებს ულტიმატუმს – დაკავებულების გაცვლა პრინციპით – ყველა ყველაზე. ქართული მხარე მზადაა აგვისტოს ომის დროს და შემდეგ პერიოდში დაკავებული ყველა ოსი ეროვნების მოქალაქე გაათავისუფლოს. ომამდე მსჯავრდებულების გაცვლას კი არ განიხილავს.

29 მარტი 2010

აუდიო საზარელი ტერაქტი მოსკოვის მეტროში და კრემლის რეაქცია

29 მარტს მოსკოვის ორ მეტროსადგურში მომხდარი კოორდინირებული აფეთქებების შედეგად, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. მოსკოვის მეტროსადგურებში ტერაქტი, წინასწარი ვერსიებით, ორმა თვითმკვლელმა ქალმა მოაწყო.

აუდიო ფარმაცევტული ბაზრის კვლევა დაიწყო

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა გადაწყვიტა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.

აუდიო აფეთქებები მოსკოვის მეტროში

დღეს დილით მოსკოვის მეტროში ორი აფეთქება მოხდა. ერთი სადგურ ”ლუბიანკაზე”, მეორე - ”პარკ კულტურიზე”. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, დაიღუპა 38 ადამიანი, დაშავდა - 64. მოსკოვის ფედერალური ოპერატიური შტაბის განცხადებით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტი ქალების მოწყობილია.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ბახტურიძე

რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ბახტურიძე, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი. მის თქმით, სამართალდამცავები არ თვლიან პრიორიტეტულად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვაზე მონიტორინგს.

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა: სამი ახალი ალბომი

ამ გადაცემაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოსულ ალბომებს განვიხილავთ. ზოგი უკეთესია, ზოგიც – არის რა, მაგრამ თითო კარგი სიმღერა მაინც ყველაში მოიძებნება. ზოგან მეტიც!

27 მარტი 2010

აუდიო ქართული კრიმინალური ქსელების აქტიურობა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში

გასულ კვირაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი დაახლოებით 80 პირი დააპატიმრეს. ექსპერტების აზრით, ეს დაპატიმრებები ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს წარმომადგენლები დასავლეთ ევროპის კრიმინალურ სამყაროში.

„ირანულ სალამანდრას“ მომავალში საერთაშორისო მასშტაბით დაიცავენ

გაეროს ველური ბუნებით ვაჭრობის უწყებამ, კატარში, დოჰაში გამართა საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც გადაწყვიტეს დაიცვან ნაკლებად ცნობილი ირანული სალამანდრა, კუდიანი ამფიბიების რიგის ნაკლებად ცნობილი წარმომადგენელი. ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ არსებას საფრთხე შეექმნა.

26 მარტი 2010

აუდიო საზოგადოების პასუხი ”იმედს” - შეგუება, მიტევება, თუ უპასუხისმგებლობა

მას შემდეგ, რაც ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ”იმედმა” მოატყუა, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ტელეკომპანიის იმიტაციით, თუ მოდელირებით გამოწვეული შოკის მძიმე შედეგებს აღწერდნენ და უმძიმესსაც - ადამიანის გარდაცვალებას.

აფხაზეთს ზაფხულიდან ე.წ. უცხოური პასპორტი ექნება

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის პასპორტებიც აქვს, თუმცა, მათ, ვისაც ფედერაციის მოქალაქეობა ჯერ არ მიუღიათ, ან უკვე ვადაგასული რუსული პასპორტი აქვთ, საზღვრის გადაკვეთის პრობლემა ექმნებათ.

მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხედრო პოლიგონებად აქცევს?

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მესაზღვრეები რჩებიან. ისინი აკონტროლებენ აფხაზეთის აკვატორიასაც. აფხაზური და ოსური მხარეები რუს მესაზღვრეებს უძრავი ქონებით, საჰაერო სივრცით, ასაფრენი ზოლებითა და კავშირგაბმულობის არხებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ.

ერგნეთელები სარწყავ წყალს ითხოვენ

სოფელი აგვისტოს ომამდე სარწყავ წყალს ცხინვალიდან იღებდა, მაგრამ სარწყავი არხი უკვე დიდი ხანია გადაკეტილია. გარდა ამისა, სოფლის ჩრდილოეთით, ცხინვალის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები გაუნაღმავია და იქ მოსახლეობა შესვლას ვერ ახერხებს, ამიტომ ისინი ხელისუფლებას კომპენსაციას სთხოვენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრი ლორთქიფანიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ილაპარაკა ამნისტირების დღევანდელი პოლიტიკის ნაკლოვანებებზე და ასევე წამების ფაქტებზე პენიტენციალურ დაწესებულებებში.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს

ხუთშაბათს ქართველ გამომძიებლებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს. ხაჩიროვის, ხუგაევის და პლიევის დედები გორში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების შუამავლობით ჩამოვიდნენ.

25 მარტი 2010

აუდიო რა ხდება გეგუთის საპატიმროში

საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული რეფორმისა და ახალი საპატიმროების აშენების შემდეგ მკვეთრად იკლო პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა. თუმცა სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს გეგუთის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან ვრცელდება.

ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ

თბილისში გაიმართა აქცია ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელობის ქუჩაზე მიიტანეს ძველი ფეხსაცმელები, გააკრეს წარწერა: “ჯორჯ ბუშს - ქართველი ხალხისგან” და მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადახაზული ფოტოები გამოფინეს.

კობერიძემ ეთიკის ქარტიის საბჭოზე დასწრება გადაიფიქრა

მოდელირებული "ქრონიკის” შემდეგ წარმოქმნილ შეკითხვებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანს ნათია კობერიძეს წერილობით გაუგზავნის. საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, კობერიძე დაჰპირდა, რომ შეკითხვებს პირადად უპასუხებდა, თუმცა...

თეატრის საერთაშორისო დღე, ”ევგენი ონეგინის” თანხლებით

27 მარტს მთელ მსოფლიოში თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს 1961 წლიდან ზეიმობენ - მას მერე, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ ახალი სპექტაკლებით აღენიშნათ ”თეატრალთა” პროფესიული დღესასწაული.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ოთიაშვილი

25 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ცდილობს პოლიტიკოსები დაარწმუნოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საჭიროებაში, რისთვისაც ბოლო დროს არაერთი შეხვედრა გამართა.

დამჭკნარი ტიტები ყირგიზეთში?

რა შეიცვალა ყირგიზეთში "ტიტების რევოლუციიდან" ხუთი წლის შემდეგ? ფართოდ გავრცელებული შეფასებით, ბევრი არაფერი: ერთი კორუმპირებული მმართველი მეორე კორუმპირებულმა მმართველმა შეცვალა. პრეზიდენტი ბაკიევი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყირგიზეთისთვის "დასავლური დემოკრატიის" საჭიროებას.

ობამასა და ნეტანიაჰუს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის სამშაბათს გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. პარალელურად, ისრაელმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებითი საცხოვრებელი ერთეულების აგებას გეგმავს.

აუდიო ტუბერკულოზი საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკულოზით ყოველწლიურად მსოფლიოში 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება, ერთი ბაქტერიაგამომყოფი კი, საშუალოდ, 10-15 ადამიანს გადასდებს ინფექციას. საქართველოში, ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად, ტუბერკულოზით კვლავაც იხოცებიან პატიმრები.

24 მარტი 2010

აუდიო „სოჭი 2014“-ის ოლიმპიადის მშენებლობები საფრთხეს უქმნის ბუნებას

ბუნების დამცველმა ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „უორლდ უაილდლაიფ ფანდმა“ და „გრინპისმა“, მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა უარს ამბობს მათი რჩევები ყურად იღოს, მოსკოვთან საკონსულტაციო თანამშრომლობა შეწყვიტა.

აუდიო სამხედრო სწავლებისას კაპრალი დაიღუპა

სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი სოსო ჟვანია, როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გონიოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა. კაპრალი საკუთარ ოჯახში სოფელ ნარაზენში გადაასვენეს.

აუდიო საშიშია თუ არა საქართველოსთვის გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმრების მიღება?

დღეს საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს. მათი ვინაობა, უსაფრთხოების მიზნით, არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მოქალაქეები არიან, საშიშ დამნაშავეებად არ მიიჩნევიან და მკაცრი რეჟიმით არც გუანტანამოს ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. არის თუ არა საქართველოსთვის რისკი მათი მიღება?

აფხაზეთიდან დევნილები მინისტრისგან პასუხს 5 თვეა ელოდებიან

აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახი ზუგდიდის ყოფილი საკონსერვო ქარხნის შენობაში 13 წლის წინ შესახლდა. ორსართულიან კომპაქტურ შენობაში შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ, არ ფუნქციონირებს კანალიზაციისა და სუფთა წყლის სისტემა. დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

მარგიევას ადვოკატს აკრედიტაციას უჭიანურებენ

ფატიმა მარგიევამ სახაზინო ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა და დამცველი ვლადიკავკაზიდან მოიწვია, მაგრამ მისი ადვოკატი 3 კვირაა უშედეგოდ ცდილობს პროცესზე მოხვედრას - ადვოკატ ლანა ხაჩიროვას დოკუმენტაციას სწავლობენ და მისთვის აკრედიტაციის გაცემას აჭიანურებენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: მარინა ჯანჯღავა

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მარინა ჯანჯღავა, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი. სტუმარა თქვა, რომ ტუბერკულოზის არასწორი მკურნალობის შედეგად გავრცელდა ამ დაავადების უფრო საშიში ფორმა.

აუდიო Google-ის მცდელობა, გვერდი აუაროს ჩინეთში ცენზურას

ჩინეთში, ორშაბათის საღამოს შემდეგ, ის, ვინც Google.cn-ს მოიხმარდა, ამ მისამართიდან პირდაპირ, ავტომატურად მოხვდება ჰონკონგის პორტალზე, რომელიც არ იფილტრება. ჰონკონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელსაც უფრო ლიბერალური პოლიტიკა აქვს.

23 მარტი 2010

აუდიო სტიქიის შედეგები და ლიკვიდაცია

მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული რამდენიმე დღის განმავლობაში უხვმა ნალექმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ათობით ადამიანს მიაყენა ზიანი - დაიმეწყრა გზები, დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ცაგერის რაიონში დაიღუპა მამაკაციც.

აუდიო სტიქიით მიყენებულმა ზარალმა კახეთში მილიონ-ნახევარს მიაღწია

სტიქიის შედეგად, ახმეტის რაიონში შვიდი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ ახმეტა-თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

აუდიო სოფელი სურმუში ცაგერის რაიონულ ცენტრს ერთი კვირაა მოწყვეტილია

სოფელში 80 ოჯახი ცხოვრობს. რაიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეწყრის შედეგად დაინგრა. კოკისპირული წვიმების შედეგად, სოფელ ღვირიშში მთა ჩამოიშალა და 53 წლის გიორგი ტყაბლაძე დაიღუპა. სოფელ ლაჯანაში 28 სახლი დაიტბორა. სოფელ ორბელში მეწყერმა 5 ოჯახს საფრთხე შეუქმნა. დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს თუ არა, უცნობია. ზარალის დაზუსტებამდე ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხზე არ საუბრობს.

აუდიო გაზი - 10 თეთრად, ელექტროენერგია - 5 თეთრად

”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებების მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი”, - გია ჭანტურიას წინასაარჩევნო განცხადება.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ჯემალ დოლიძე

23 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჯემალ დოლიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მან ისაუბრა სამსახურის მუშაობის სპეციფიკაზე, იმის შესახებ, თუ როგორ დგინდება ამინდის პროგნოზი

22 მარტი 2010

ლეიბორისტების შეკრებაზე ოპოზიციის ნაწილი მივიდა

ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე არ მივიდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, საქართველოს გზის, ეროვნული ფორუმისა და ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

აუდიო დევნილები ზუგდიდში საყოფაცხოვრებო პრობლემების უჩივიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული 45 კომპაქტური კორპუსიდან, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ, 32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება სოფელ ინგრის ყოფილი საღებავების ქარხანაა, რომლის ფასადი შეიღება და გალამაზდა

აუდიო ჩერქეზები მათი გენოციდის აღიარებას ითხოვენ

ჩერქეზთა გენოციდის შესაძლო აღიარებამ საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩერქეზთა დიასპორის რადიკალურმა განცხადებებმა თბილისში, შესაძლოა, უკიდურესად გაართულოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. ჩერქეზი ხალხის გენოციდი ჯერ არც ერთ სახელმწიფოს არ უცვნია.

აუდიო დაკავებები ”სამხრეთ ოსეთის საზღვარზე”

ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. ბოლო დღეებში ქართული სოფლებიდან არავინ დაკარგულა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი არ გამორიცხავს, რომ ქართულ მხარეს გადმოსვლის მსურველები ოსური ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.

პრეზიდენტის გუნდი

სამთავრობო კარუსელი სწორედ იმისთვის ტრიალებს, რომ გუნდის წევრები ისევ გუნდში დარჩნენ, მაგრამ ადგილები გაუცვალონ ერთმანეთს, რათა არც ერთ მათგანს არ მიეცეს ამა თუ იმ თანამდებობაზე პოზიციის გამყარების საშუალება. ეს ზრდის გუნდის დამოკიდებულების ხარისხს პირადად მიხეილ სააკაშვილზე.

ირაკლი შავიშვილი: ”საგადასახადო ტვირთი შემცირების ნაცვლად გაიზარდა”

დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს კვირის სტუმრად და ბატონი ირაკლისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 23 მარტს, საღამოს ირაკლი შავიშვილი "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.

20 მარტი 2010

აუდიო ქრონიკა: ბოდიში, რომ მოგატყუეთ

რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, როდესაც მან ტელეკომპანია ”იმედს” „მოდელირებული ქრონიკის“ ეთერში გასვლის გამო მხოლოდ დეკლარაციის გამოქვეყნება, ანუ ბოდიშის მოხდა, დაავალა, ამის შესახებ კითხვები კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წუთიდან, ანუ 15 მარტიდან, ისმის.

აუდიო 36:8 - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, ევროპის ერთა თასისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის დასრულდა ქართველთა გამარჯვებით - 36:8.

რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის ემზადება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთში საპროტესტო გამოსვლების ტალღა ძლიერდება. ამ შაბათ-კვირას დაახლოებით 50 ქალაქში რამდენიმე კოორდინირებული აქცია ჩატარდება. გამოსვლების უმრავლესობა ქვეყანაში გამეფებული სიღარიბის და კორუფციის გაპროტესტებას ისახავს მიზნად.

ავსტრიის პრესა ევროპის ქვეყნებში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ

ამ კვირაში დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ფართო ქსელის სხვადასხვა რანგის ათეულობით ხელმძღვანელი და რიგითი წევრი დააპატიმრეს. მალევე ალაპარაკდა მედია დასავლეთში, რომ საქმე ეხება „ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეობას“.

19 მარტი 2010

ეროვნული კონცეფცია ეროვნული უმცირესობებისათვის

19 მარტს სახალხო დამცველის ოფისში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

აუდიო შიში და მისი დიდი თვალები

„მოდელირებული ქრონიკის” გასვლის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე, რაც ქართულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ განიცადა. სანამ ხალხი იმიტირებულ მომავალს უცქერდა და მიხვდებოდა რა ხდებოდა სინამდვილეში, პანიკა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში დაიწყო.

აუდიო სოციალური დემაგოგია - ამომრჩევლის საყვარელი სატყუარა

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა შეისწავლა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც, კვლევის შედეგების მიხედვით, ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდისათვის მზადდება.

აუდიო ჟენევის დისკუსიის სამზადისი

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მურად ჯიოევის თქმით, მოდელირებულმა ქრონიკამ რეგიონის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამიტომ მას შეფასება უნდა მიეცეს. ეს მოთხოვნა ჯიოევმა ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დააყენა.

საზოგადოება და პოლიტიკა - გავლენის ვექტორები

დასავლეთში სამოქალაქო კულტურა იმდენად მაღალია, რომ მედია, ასე თუ ისე, მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს პასუხისმგებლობა და თუკი ვერ შეინარჩუნა, ამის გამო თითქმის ყოველთვის საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. მაგრამ საქართველოში, სადაც კარგა ხანია პოლიტიკას ”მართვის ხელოვნებას” უწოდებენ, ასეთი მანიპულაციები დღემდე არავის უკვირდა.

18 მარტი 2010

ჰილარი კლინტონის მოსკოვური ვიზიტის სტარტი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მთავარი ამოცანა რუსეთის ხელისუფლებასთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების („სტარტის“) დეტალების შეთანხმებაა. ჰილარი კლინტონი ასევე შეეცდება მოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხში.

კრიმინალური დაჯგუფება ”ქუთაისი” ესპანეთში მე-6 წელია მოქმედებდა

კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ფულის გათეთრებაში, დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძალვაში ადანაშაულებენ. ეჭვმიტანილები უკანონოდ მოპოვებულ თანხებს, ბარსელონასა და ვალენსიაში ორ საიუველირო მაღაზიაში, ავტომობილების სახელოსნოებსა და რესტორნებში ათეთრებდნენ.

აუდიო კოკოითის საპროტესტო მიტინგს უმზადებენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იძაბება. კოკოითის ოპოზიცია და აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები 20 მარტს ცხინვალში მიტინგის ჩატარებას გეგმავენ. ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ მიტინგის ჩატარებას არ დაუშვებს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ნოდარ დავითური

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალი მედიის ექსპერტი ნოდარ დავითური. მან საქართველოში სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე ილაპარაკა - ახსნა თუ რა არის სოციალური მედია, როგორ ვითარდება ის დასავლეთსა და საქართველოში.

აუდიო ბობ ფერგიუსონი: „იმედი“ უგუნურად მოიქცა

კონკრეტულად რა ნორმები დაარღვია „იმედმა“ 13 მარტს და რა მექანიზმები უნდა მოქმედებდეს იმისათვის, რომ მედიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი არ იყოს შესაძლებელი? რადიო თავისუფლება ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ლონდონის უნივერსიტეტში დაუკავშირდა მედიის საკითხების ანალიტიკოს ბობ ფერგიუსონს.

17 მარტი 2010

აუდიო საინტერნეტო პეტიცია პუტინის გადადგომის მოთხოვნით

სამგვერდიან პეტიციაზე, რომელიც პუტინის ათწლიანი მმართველობის მკაცრ კრიტიკას შეიცავს, უკვე 10 000-ზე მეტი ხელმომწერი შეგროვდა. ხელმოწერებს შორის ნახავთ წამყვანი ოპოზიციონერების გვარებს - კასპაროვს, ნემცოვს. პეტიციის ორგანიზატორები მოსკოვში აპირებენ დემონსტრაციის გამართვას ლოზუნგით „პუტინი უნდა წავიდეს.

აუდიო თურქეთმა საქართველოს ტრანზიტული ტრანსპორტისთვის გადასახადი დააწესა

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობენ, 1 მაისიდან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს გადახდა მოუწევთ.

აუდიო სოციალური დიალოგი რეფორმების მხარდასაჭერად

საქართველოს განათლების სამინისტროში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელსაც აკადემიკოსი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს. ალექსიძე განმარტავს, რომ დრო არ ითმენს და, დარგის გამოცდილი და კომპეტენტური სპეციალისტების ჩარევით, რეფორმები გარკვეულ კორექციასაც დაექვემდებარება.

ბაკურიანში 23 მარტს მსოფლიო მოციგავეებს ელოდებიან

ქუმარიტაშვილების ოჯახი სამგლოვიარო სამზადისშია. ბაკურიანში სტუმრებს 12 ქვეყნიდან ელოდებიან. 21 წლის ნოდარის მწვრთნელი და ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი განმარტავს, რომ სპორტსმენის დაზიანების შემთხვევაში სპეციალური დაზღვევა არსებობს და ანაზღაურებაც ამის მიხედვით ხდება.

აუდიო რა საფრთხის შექმნა შეუძლია ერთ არხზე გასულ ერთ გადაცემას?

”იმედის” ეთერში 13 მარტს გასული ”მოდელირებულად” წოდებული ნახევარსაათიანი ”ქრონიკის” შესახებ მსჯელობა არ წყდება. თავდაპირველად განიხილებოდა ის, თუ რა ფორმით და როგორი წარწერით უნდა გასულიყო იმიტირებული ”მომავლის ისტორია” ეთერში, რომ მოსახლეობაში პანიკა არ გამოეწვია.

აუდიო ექსპერტთა კლუბი: ”იმედის” სვლა სახიფათო იყო

იმას, რაც 13 მარტს საქართველოს მოქალაქეების შოკში ჩაგდებისა და ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველი გახდა, ექსპერტები ”მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის წარმატებულ მცდელობას” უწოდებენ და მიიჩნევს, რომ საქართველომ იმ დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბეწვის ხიდზე გაიარა.

16 მარტი 2010

ვიდეო იქნებ აღარ იწვიმოს...

15 მარტს მოსულმა ძლიერმა წვიმამ წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ათობით დევნილი ოჯახი დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ნათესები, დაიხოცა ფრინველი. სავარაუდოდ, 20-მდე დაზარალებულ ოჯახს თბილისში გადაიყვანენ. დატბორილ დასახლებას კომისია ესტუმრება.

კახეთში რამდენიმე ორგანიზაცია აქტიურობს

კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა აქტივობით მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა. ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობის პროცესში მთელ რეგიონს ფარავენ, ძირითადად, ცენტრალური ოფისების ფილიალებს წარმოადგენენ და მათ საზოგადოებაც კარგად იცნობს.

ქუთაისში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს

ქურდებმა კომპიუტერები წაიღეს, სადაც ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ყველა ინფორმაცია ინახებოდა. ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. პოლიციას დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებია. „არგუსის“, საზოგადოებრივი მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის, ხელმძღვანელის მანანა მანაგაძის თქმით, ეს არ იყო, უბრალოდ, კრიმინალური ფაქტი, რადგან მძარცველები მათი დოკუმენტაციითაც დაინტერესდნენ.

სტიქია გორის რაიონში

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონები დააზარალა. გორის რაიონში ყველაზე მეტად სოფლები ქიწნისი და რეხა დაზარალდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე მეჯუდამ სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

აუდიო არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში

რა პრობლემების წინაშე დგას სამოქალაქო სექტორი საქართველოს რეგიონებში, წარმოადგენს თუ არა იგი ანგარიშგასაწევ ძალას ადგილებზე და ვითარდება თუ არა ჯეროვნად. ”რეგიონულ მაცნეში” ამ საკითხებზე მოისმინეთ სიუჟეტები რუსთავიდან, ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან და ახალციხიდან.

ფოტოგალერეა სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში და ქვემო და შიდა ქართლში. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ადამიანები.

ტელეკომპანია ”იმედს” ხელახალი მობოდიშება დაევალა

იმ აჟიოტაჟის გათვალისწინებით, რაც გადაცემა ”სპეციალურ რეპორტაჟში” შაბათს გადაცემულმა ე.წ.-მა ”მოდელირებულმა ქრონიკამ” გამოიწვია, ბევრი მოელოდა, რომ ტელეიმედს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, ფულად ჯარიმას მაინც დააკისრებდა.

პანიკით დასრულებული კვირა

ორშაბათი 8 მარტი გახლდათ, ქალთა საერთაშორისო დღე, თუმცა ამ დღეს დამთხვეული ერთი ღონისძიება სადღესასწაულო სულაც არ ყოფილა. ორი ორგანიზაცია გამოეხმაურა ქალს, რომელიც აგვისტოს ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. კვირა კი "იმედის" სკანდალით და პანიკით დასრულდა.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამძაფრებს "იმედის" გარშემო სკანდალს

ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ პროგრამა, რომელიც 13 მარტს გავიდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში და ტელემაყურებელთა პანიკა გამოიწვია, გადაცემულიყო მითითების გარეშე, რომ ის მოდელირებული იყო.

აუდიო დახმარება ქუმარიტაშვილის ოჯახისთვის

კანადური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი დახმარების სახით მიიღებს თანხას კანადური კერძო სადაზღვევო კომპანიისაგან. ნოდარ ქუმარიტაშვილი, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების სხვა ხუთი ათასი მონაწილე და სტუმარი, დაზღვეული იყო კანადური კომპანიის მიერ.

იყო თუ არა კართაგენში ბავშვების რეგულარული მსხვერპლშეწირვა?

ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნიდან მოყოლებული გავრცელებულია მოსაზრება, რომ კართაგენელები რეგულარულად აწარმოებდნენ ბავშვების სასტიკი მეთოდებით მსხვერპლშეწირვას. ამ მოსაზრებას უკანასკნელ ხანებამდე იზიარებენ მეცნიერებიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თეორია საფუძველს მოკლებულია.

15 მარტი 2010

აუდიო რა ეტაპზეა მართლმსაჯულების რეფორმა

15 მარტს ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებით დასრულდება რეფორმის მორიგი ეტაპი, რომელიც 2008 წლის სექეტემბერში დაიწყო.

აუდიო გამოცხადებული სიკვდილის მოდელირებული ქრონიკა

რატომ დასცა თავზარი ტელეკომპანია ”იმედმა” საზოგადოებას, რატომ დაწერა ასეთი სასტიკი სცენარი ე.წ. მოდელირებული ქრონიკის ავტორმა, სცენარი, რომელმაც მოსახლეობის პანიკა და ჯანმრთელობის შერყევა გამოიწვია, რატომ გადაიხაზა წითლად “იმედის” ლოგო სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმზე?

”ქართული მაფიის” წევრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ტელეკომპანია ბი-ბი-სი-ს ცნობით, ევროპის 6 ქვეყანაში, კოორდინირებულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 69 ადამიანი დააპატიმრეს. ისინი ”ქართული მაფიის” წევრობაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულთაგან 24 ადამიანი ესპანეთში აიყვანეს, ძირითადად, ბარსელონასა და ვალენსიაში.

აუდიო ზურაბ მხეიძე: ”ამ ტელესიუჟეტში აშკარად ჩანდა ფსიქოლოგების ან ფსიქოლოგიაში გათვითცნობიერებული ადამიანების ნამუშევარი"

დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს კვირის სტუმრად და ბატონი ზურაბისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 16 მარტს, საღამოს ზურაბ მხეიძე "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.

იმიტირებულმა ”ქრონიკამ” რუსული ბაზები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართული მხარე ახალი პროვოკაციის მზადებაში დაადანაშაულა და ევროპელი დამკვირვებლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მისი თქმით, ქართული საჯარისო კოლონები იგივე მიმართულებით გადაადგილდებიან, როგორითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დროს.

14 მარტი 2010

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა: "იმედის" ყველაზე მძიმე დღე

იმედი კი დამსახურებულად ილანძღება, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ტყუილის თქმა ეთერში ”იმედს” არ მოუგონებია. მთავარი კი ისაა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია იტყუებიან, თან ისე, რომ იციან, რომ ტყუილია. შეგნებულად აკეთებენ და სინდისი არ აწუხებთ, იმიტომ რომ ამას ”უფრო დიდი სიკეთისათვის” აკეთებენ.

აუდიო განათლების ახალი პრიორიტეტები - ფორმა და შინაარსი

განათლებისა მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აპრილიდან ხელფასი გაეზრდება 1200 სკოლის დირექტორს, რაც გასაგებიცაა... და არამარტო იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას სჭირდება მასწავლებლების ხმები...

აუდიო "იმედის" იმიტაციებს პანიკა მოჰყვა საქართველოში

იმიტირებულ „ქრონიკაში“ გასულმა ინფორმაციამ პანიკა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში. ახალგორისა და გორის მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ტყეებში გაიხიზნა. თბილისსა და ფოთში კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები გაიზარდა.

აუდიო მეცნიერების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამა "კავკასიური გზაჯვარედინი" ეხება მეცნიერების სხვადასხვა დარგის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და რამდენად პრიორიტეტულია სამი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მეცნიერება და მეცნიერები.

12 მარტი 2010

აუდიო ყველაზე ობიექტური და ყველაზე კრიტიკული

11 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მოცულობითია, ყურადღება გამახვილებულია დარღვევებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.

აუდიო რადიოჟურნალი - 823-ე გამოშვება

რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ გამოშვების პირველი სიუჟეტი ეძღვნება სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც საქართველოში ბოლო წლების ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მიეძღვნა. აქვეა რეპორტაჟი 60-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის შესახებ გოეთეს ინსტიტუტში გამართული საღამოს შესახებ.

აუდიო ქართველმა კომპოზიტორმა სიმღერა მიუძღვნა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას

ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ხსოვნას კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მიუძღვნა სიმღერა, რომელსაც დუეტი ”ჯორჯია” შეასრულებს. კანადელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერის შემდეგ ეს უკვე მეორე სიმღერაა.

აუდიო ჯონ ბასი: ადამიანის უფლებებზე საუბარი ნაწილია ჩვენი ინვესტიციისა ქართველ ხალხში

რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს. ამერიკის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე და საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე ლაპარაკობს.

აუდიო რა შედეგი აჩვენა საქართველოში ბოლო პერიოდის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის შემდგომმა სოციოლოგიურმა კვლევამ?

”საქართველო აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ” - ამ სათაურით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები - “ბარომეტრი 2007 და 2008” გამოაქვეყნა. გამოკითხვა თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

აუდიო ნაირა გელაშვილის “პირველი ორი წრე”

ახალი ამბავი არ არის, რომ დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიანაა მოწყვეტილი რეალურ თანამედროვეობას, ისტორიას, ჩვენივე ქვეყნის ახლო წარსულს თუ ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს. ჩვენში თითქმის არ იწერება დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები.

ფუნქციადაკარგული საკრებულო და რწმუნებულის დიქტატი

რუსთავის მესამე მოწვევის საკრებულოში, რომელიც 15 დეპუტატისგან შედგება, 13 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, ორი ლეიბორისტებს, ერთიც ქრისტიან-დემოკრატებს. რუსთავის მკვიდრებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკრებულოს დეპუტატებისა და ადგილობრივი მთავრობის წევრების ვინაობა ვერ დაასახელეს. მხოლოდ იციან, რომ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანია.

თბილისი და ცხინვალი დაკარგულებს ეძებს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტები ფრანგი ნიკოლა სებირი და ავსტრალიელი ბრიუს პეგი დაკარგულთა მოძიების პროცესში ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი ცხინვალში იმყოფებოდნენ.

დონალდ ტუსკი: აუცილებელია ვიზების გამარტივებაზე მსჯელობა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსა და პოლონეთის ვიზების გამარტივებაზე იმუშაონ. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისი-ვარშავის რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ხიდაშელი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები, თუმცა უარყოფითი ბევრად სჭარბობს დადებითს.

ქართველი არალეგალური იმიგრანტის ტრაგიკული ბედი გერმანიაში

საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა ჰამბურგის სადეპორტაციო იზოლატორში, სამშობლოში გადაასვენებენ მას შემდეგ, რაც გერმანიის პოლიცია გამოძიებას დაასრულებს. საქმე ეხება 25 წლის დავით მარდიანს.

აუდიო ქართველ პატიმართა რაოდენობა აფხაზეთში უცნობია

რა არის ცნობილი აფხაზეთში გარდაცვლილი დემურ გოგოხიას სიკვდილის გარემოებების შესახებ და რამდენი ქართველი პატიმარი იხდის სასჯელს დეფაქტო რესპუბლიკაში? ამ საკითხებზე ნონა მჭედლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ სახალხო დამცველს მურმან ჩხოტუას ესაუბრა.

11 მარტი 2010

აუდიო ვიტაუტას ლანდსბერგისი: „კომუნიზმი არასოდეს დამარცხებულა“

ლიტვა დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-20 წლისთავს აღნიშნავს. „მე რომ პრეზიდენტი ვიყავი, რეფორმები მხოლოდ საწყის სტადიაზე იყო“, იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოსტ-კომუნისტური ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი.

აუდიო ცაგერში სტიქიამ გზები დაანგრია და მოსახლეობა დააზარალა

სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ცაგერის რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს მოსწყვიტა. ორ სოფელში - ორბელსა და ლაჯანაში - გეოლოგები, მაშველები, მეგზევეები ამ დრომდე მუშაობენ. სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა, ნაწილიც, თუ ამინდი გაუარესდა, მეწყერის საფრთხის წინაშე დგას.

დიტერ ბოდენი სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

სოხუმში კერძო ვიზიტს განაგრძობს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი, რომელიც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

ესპანეთი რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადიციას სთხოვს

ესპანეთის ხელისუფლება რუსეთის გენერალური პროკურატურისგან კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ტარიელ ონიანის ექსტრადიციას ოფიციალურად ითხოვს - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.

ქარმა და წვიმამ გორი და ქარელი დააზარალა

ქარმა და წვიმამ გორი და ქარელი დააზარალა. მდინარე ფრონემ სოფელ დვანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები და ბაღ-ბოსტნები დატბორა. სოფელ კეხვთან ახლოს მეწყერმა ჟიგულის მარკის ავტომანქანა მგზავრებთან ერთად ხევში ჩაიტანა.

უხვმა ნალექმა დასავლეთი საქართველო დააზარალა

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა შეწყვეტილია. გუშინ კი უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი დააზარალა. სინოპტიკოსთა ცნობით, ძლიერი ქარი იქნება ფოთში, ქუთაისში, სამეგრელოს რეგიონში. არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 მარტამდე გაგრძელდება.

აუდიო ჩაიშალა თუ არა ჰოსპიტალური განვითარების გეგმა

2007 წელს დაწყებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან უნდა დასრულებულიყო. ხელისუფლების განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის გამო რეფორმის მიმდინარეობა შეფერხდა.

10 მარტი 2010

აუდიო ცხინვალი არც ერთი ქართველის გათავისუფლებას არ აპირებს

სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ბიძისა და ძმისშვილის – ვაჟა და ბექა თაყაძეების დაკავებიდან 2 კვირა გავიდა. თაყაძეების ნათესავები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, ისინი ზურაბ ნოღაიდელს მიმართავენ.

აუდიო ჟოაო სოარეში: ეუთო საქართველოში უნდა დაბრუნდეს

კავკასიური ტურნეს ფარგლებში 9 მარტს თბილისს ესტუმრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. კავკასიური ტურნეს მიზანი რეგიონში არსებული ”გაყინული კონფლიქტების” მშვიდობიანი დარეგულირებაა - მშვიდობა კი უნდა ეფუძნებოდეს თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.

აუდიო 1956 წლის მარტის ტრაგედია...

თვითმხილველთა გადმოცემით, 1956 წლის ტრაგედიას წინ, აქციის მსვლელობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამაც გაიჟღერა. ოფიციალური მონაცემებით, 9 მარტს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

აუდიო ერთწლიანი მუშაობის ორი შედეგი

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიაში დასრულებულია მუშაობა მხოლოდ ორ საკითხზე - პირველი: კონსტიტუციას უნდა დაემატოს თავი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და, მეორე, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება მოხდება არა 10 წლით, არამედ საპენსიო ასაკამდე.

აუდიო ცხინვალი "მეზობლებთან" საზღვრებს ავლებს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დელიმიტაციის პროცესში პრობლემები არ არის. ქართული მხარე კი საზღვრის დადგენის პროცესში არ ერთვება.

აუდიო ეფექტური თვითმმართველობა კახეთში არ არსებობს

ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად, ზოგიერთ რაიონში კი თითქმის სრულებით არ იცნობს ხალხის პრობლემებს. პრიორიტეტებიც ადგილობრივ ბიუჯეტში მუდმივად ხელისუფლების სურვილისამებრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თავად მოსახლეობაც კონკრეტული ფაქტებით საუბრობს.

09 მარტი 2010

აუდიო მოქმედი თვითმმართველობები არჩევნების წინ

ორ თვეში, მაისის ბოლოს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ”რეგიონული მაცნეს” დღევანდელ გამოშვებაში ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოების საქმიანობას ჩვენი ახალციხელი, რუსთაველი, ლაგოდეხელი და ქუთაისელი კორესპონდენტები შეაჯამებენ.

აუდიო დიალოგი ხალხთან - თვითმმართველობის აქტივი

ქუთაისის საკრებულო 15 წევრისგან შედგება. აქედან ორი რესპუბლიკურ, ერთი კი ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს. ისინი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ აქტიურობით გარკვეული საკითხების გადაწყვეტას აღწევენ. ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, მან მწვავე გამოსვლებით მიაღწია იმას, რომ ადგილობრივ მთავრობაში პრემიები ყოველ თვეში აღარ რიგდება. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათი ნაწილი საკრებულოს კრიტიკულად აფასებს.

აუდიო ახალციხის საკრებულო შედეგებს უახლოეს დღეებში შეაჯამებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 10 პროპორციული და 16 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატია. სოფელ ელიაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი კობა სანდროშვილი განვლილ წლებს აჯამებს და ფიქრობს, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის სასმელი წყლისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემის გადაჭრა მოახერხა, მაგრამ სხვა სოციალური საკითხების მოგვარება ვერ შეძლო.

საბოლოოდ დადგინდა დინოზავრების გადაშენების მიზეზი

მეცნიერები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დინოზავრების გადაშენება დედამიწაზე კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნით იყო გამოწვეული.

08 მარტი 2010

აუდიო ”ფარი” - ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად

8 მარტს სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „Shield“. პროექტს გაეროს ქალთა ფონდი ახორციელებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისი დაძლევისათვის.

აუდიო ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სტრასბურგში ჩივის

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა: ჰიპ-ჰოპის ჰუმანისტური ჰიმნები

რეპის დიდი ნაწილი ან ძალადობაზეა, ან სექსზე და ან იმაზე, თუ ვის რამდენი ფული აქვს და რა კარგია ეს. სოციალურ პრობლემებზეც რეპავენ ხოლმე, მაგრამ უფრო იშვიათად და, ცოტა არ იყოს, მოსაწყენად. ჩვენ კი ისეთ ჰიპ-ჰოპს გადავხედავთ, რომელიც თან სოციალურ თემებზეა და, ამავე დროს, კარგიცაა.

აუდიო სალომე ზურაბიშვილი: ”ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელიც ჯერ არ არის შემდგარი როგორც სახელმწიფო”

დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია პარტია საქართველოს გზის თავმჯდომარე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად. ხვალ, 9 მარტს, საღამოს სალომე ზურაბიშვილი "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.

აუდიო ცხინვალიდან ახალგორამდე სახელფასო თანხა იკარგება

ახალგორის ზოგიერთ ორგანიზაციაში გასული წლების 4 თვის სახელფასო დავალიანებაა. ალან ჯუსოევი აღიარებს, რომ თანხა უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ამ ფაქტს პროკურატურა სწავლობს. დაზარალებული ცხინვალელები რუსეთიდან კომპენსაციებისთვის ჩარიცხული თანხების მიღებასაც მოითხოვენ.

აფეთქება ვაჟა-ფშაველას გამზირზე

სპეციალისტები საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას 47 ნომერში დღეს შუა დღის პირველი საათიდან მუშაობენ. გამომძიებლები გუშინდელი აფეთქების მიზეზებს არკვევენ. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სადარბაზოში მათი მეზობელი თანმხლებ პირთან ერთად შევიდა.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ საბედაშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში. საბედაშვილი თვლის, რომ, მართალია, წესით ყოველი დღე დღესასწაული უნდა იყოს, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის, მაგრამ...

05 მარტი 2010

ისლამი ქალებს არ ატყვევებს

მაჰმადიან ქალზე ფიქრისას თავშებურული, უარეს შემთხვევაში, სახედაფარული ადამიანი წარმოგიდგებათ. მუსლიმანურ ქვეყნებში ჩადრის თუ თავსაფრის ტარების წესს ზოგან ძალიან მკაცრად მისდევენ, ზოგან კი - ნაკლებად. სხვაგვარადაა დასავლეთში, სადაც თავსაბურავს და ტანსაცმელს სიცივისგან დამცავი და სიშიშვლის დამფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ იქაც ბევრი გამოჩნდა, ვისაც თავსაფრის ტარება უფლებად მიაჩნია და ამისთვის იბრძვის.

ვანის არქეოლოგიურ გათხრებს იღბალი არ ღალატობს

ამ დღეებში თბილისს პოლ გეტის კონსერვაციის მუზეუმის მეცნიერთა დელეგაცია სტუმრობდა. 2007 წელს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს და რკინის ნივთების ნაწილის კვლევა ჯერ მეტროპოლიტენ მუზეუმში, შემდეგ კი გეტის ცენტრში განხორციელდა.

აუდიო საქართველო - ქვეყანა, სადაც ადამიანებს საკუთარი წარმომავლობისა რცხვენიათ

საქართველოს გზა ეთნიკური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა: თუკი წლების წინ ქსენოფობიითა და შუღლის ენით საინფორმაციო გამოშვებები იყო გაჯერებული, ამჟამად ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი ჯგუფები აქტიურობენ.

ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესი გადაიდო

მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - სასამართლო პროცესის შემდეგ აქციის ორგანიზატორი თემურ ცხოვრებოვი რამდენიმე საათით დაიკარგა - მის ტელეფონზე სხვა ადამიანი პასუხობდა. ცხოვრებოვის მეგობრებმა განგაში ატეხეს და მისი ძებნა დაიწყეს.

ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში. დღეს იგი რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს სერგეი მირონოვს ხვდება. ქართულ მედიასთან საუბარში ბურჯანაძემ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაული უწოდა.

აუდიო ისლამის კრიტიკით ცნობილმა პოლიტიკოსმა არჩევნებში გაიმარჯვა

ჰოლანდიაში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ისლამის კრიტიკით ცნობილი პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერსის, პარტიამ, რაც მოწმობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე იქნება.

აუდიო ევროპის სასამართლოში „იუკოსის“ საქმის განხილვა დაიწყო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო განხილვა სარჩელისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა გაკოტრებულმა ნავთობკომპანია „იუკოსმა“. რუსეთის ამ ერთ დროს უდიდესი ნავთობკომპანიის ყოფილი მესვეურები ქვეყნის მთავრობას ბრალდებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ.

04 მარტი 2010

აუდიო საქართველო 4 მაღაროელს გლოვობს

ეროვნული დროშები დილიდან დაშვებულია. 4 მაღაროელის დაღუპვის გამო 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა: მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი და ჯუმბერ ჯიშიაშვილი 3 მარტს ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ

პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქართულმა მხარემ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი გამოიყენა და თავს დაესხა რუსეთის სამშვიდობო ძალებს.

ქართული მხარე გოგოხიას ცხედარს ითხოვს

აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, დრანდის ციხეში გარდაცვლილი დემურ გოგოხიას ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება. თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამტკიცებს, რომ გოგოხიას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ასეევი: მარგიევა პოლიტპატიმარია

ფატიმა მარგიევა 18 თებერვალს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ “პოზიციის” რედაქტორი კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა.

გარდაიცვალა ვლადისლავ არძინბა

დღეს მოსკოვში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა. 64 წლის არძინბა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში 25 თებერვლიდან მკურნალობდა. სოხუმში შეიქმნა არძინბას დამკრძალავი კომისია, რომელსაც სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობს.

საქართველოში გლოვის დღეა

ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანის დაღუპვის გამო, საქართველოში დღეს გლოვაა გამოცხადებული. ამ დრომდე მძიმეა დაშავებული მაღაროელის ბესიკ ზოსიაშვილის მდგომარეობა. აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად დღეს ტყიბულში ექსპერტები ჩავიდნენ.

აუდიო ბალკანეთის ორ სახელმწიფოს სურს ბოსნიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ექსტრადიცია

ბრიტანეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვის გადასცეს ლონდონის აეროპორტში დაკავებული ეიუპ განიჩი, ბოსნიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. განიჩი ორ ქვეყანას სურს - სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ის, მართალია, სერბიის თხოვნითაა დაკავებული.

აუდიო ოპოზიციის თვალით დანახული დედის დღე

უკვე 19 წელია, რაც საქართველოში 3 მარტი მხოლოდ გაზაფხულის მესამე დღე კი არა, დედის დღეც არის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ წელს ოპოზიციის წარმომადგენლები - ერთი ნაწილი ომში შვილმკვდარ დედებს ხვდებოდა, მეორე ნაწილი ქართლის დედასთან იკრიბებოდა

03 მარტი 2010

აუდიო ამნისტია რეგიონულ ტელევიზიებს

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა ინიციატივა რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ. ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, საინტერესოა, ზოგადად რა განწყობაა ინიციატივის მიმართ რეგიონებში, რა ვალები აქვთ რეგიონულ ტელევიზიებს და რამდენად მისაღებია მათთვის ვალებისგან პრეზიდენტის ინიციატივით გათავისუფლება.

ქართული, ოსური და რუსული მხარეები 47 დაკარგულს ეძებენ

ქართული მხარე 37 დაკარგულს ეძებს. აქედან ცხრა თამარაშენის სასაფლაოზეა დასაფლავებული. დაკარგულთა შორის არიან ჯარისკაცები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები. დაკარგულთა მოძიებაში ევროსაბჭოს ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

აუდიო ტყიბულის მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა - 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი. აფეთქება გამთენიისას მოხდა და სავარაუდოდ, იგი მეთანის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აუდიო კოლუმბიის უნივერსიტეტში 1989 წლის შემდგომ ევროპაზე იმსჯელეს

ნიუ-იორკის ცნობილ კოლუმბიის უნივერსიტეტში დასავლეთის ქვეყნების წამყვანი ანალიტიკოსები შეიკრიბნენ და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის 1989 წლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს - რა შედეგები გამოიღო ამ უმნიშვნელოვანესმა პერიოდმა და რა ვერ მოხერხდა კომუნიზმის დაცემის შემდეგ.

აუდიო ამნისტია – ტელეარხ-25-ის ერთადერთი ხსნა

დაახლოებით 400 ათას ლარს ედავებოდა სახელმწიფო დამოუკიდებელ ტელეკომპანიას 2009 წლის 9 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექცია ტელევიზიის ქონების აუქციონის წესით გაყიდვას აპირებდა.

აუდიო უბედური შემთხვევები მშენებლობებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება. ამასთან, მომხდარი უბედური შემთხვევების ნახევარზე მეტი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის.

სერგეი კოვალიოვი 80 წლისაა

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კოვალიოვმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტი უწოდა მისი გუნდის წარმატებულ მოლაპარაკებას შამილ ბასაევთან, გაეთავისუფლებინა სამოქალაქო პირები, რომლებიც ბასაევის მებრძოლებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი ქალაქ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში, 1995 წელს.

რუსეთის გაცრუებული ოლიმპიური იმედები

ისინი ვეღარ მეფობენ ფიგურულ სრიალში. ჰოკეისტების საამაყო გუნდი, რომელსაც ოლიმპიურ ოქროს უწინასწარმეტყველებდნენ, საპრიზო ადგილზეც კი ვერ გავიდა. რუსეთის წარმომადგენელი ოლიმპიელები ვანკუვერიდან სამშობლოში სამად სამი ოქროს მედლით დაბრუნდნენ!

აუდიო ფინანსური ამნისტია რეგიონულ ტელევიზიებს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას რეგიონული ტელევიზიების ფინანსური ამნისტიის შესახებ, ძირითადად, პოზიტიური შეფასებები მოჰყვა თავად მედიასაშუალებათა მხრიდან. რაც შეეხებათ ოპონენტებს, მათი მოსაზრებით რეგიონული ტელევიზიების ფინანსური ამნისტია არცთუ შემთხვევით უძღვის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

აუდიო შეღავათი ”რიონს”

ტელეკომპანია „რიონისთვის“, რომელსაც არსებობის 20 წლის განმავლობაში სოლიდური ვალი დაუგროვდა, საგადასახადო ამნისტია სერიოზული შეღავათია. ტელევიზიის გენერალური დირექტორის თამილა ღვინიანიძის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა რეგიონალური ტელევიზიის განვითარებას ხელს შეუწყობს.

აუდიო მუნიციპალიტეტის "ოდიში" და სახელმწიფოს "სამეგრელო"

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის დროს რეგიონალური ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ გააკეთა განცხადება. ზუგდიდის სივრცეში ორი ტელეკომპანია არსებობს - ტელერადიოკომპანია ”ოდიში” და ტელეკომპანია ”სამეგრელო”, თუმცა ეთერში ამჟამად მხოლოდ ”ოდიში” გადის.

02 მარტი 2010

აუდიო მე-12 ხუთმხრივი უშედეგო შეხვედრა

ვიდრე ოკუპირებულ გალში ხუთმხრივი შეხვედრა მიმდინარეობდა, რადიო თავისუფლება ენგურის ხიდზე გალიდან-ზუგდიდში გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ჭუბურხინჯელი ქალის თქმით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა არ გაძნელებია, სოფელში კი სიმშვიდეა.

ვიდეო ”დარიალი” ყაზბეგსა და თრუსოს ოსურ მიწებად თვლის

”დარიალი” ყაზბეგის რაიონსა და მთელ თრუსოს ხეობას საქართველოს მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. ორგანიზაციის რიგებში უამრავ ადამიანს აწევრიანებენ და მათ ყაზბეგის რაიონში დაბრუნებას ჰპირდებიაა, რომელიც, მათი თქმით, სულ მალე დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში იქნება.

აუდიო დილის სტუმარი: დავით ზურაბიშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი. ირაკლი ალასანიაზე ლაპარაკისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეცდომა ყველას მოსვლია და უარესია, როდესაც პოლიტიკოსი თავისი არასწორი გადაწყვეტილებების ტყვედ რჩება და პოზიციას აღარ იცვლის.

ზუგდიდში ლტოლვილებს კვლავაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული 45 კომპაქტური კორპუსიდან, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ, 32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ვიდეო რას მოუტანს საქართველოს ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა?

ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ნაბიჯი, ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის დასაწყისი, ქვეყნის წინაშე ჩადენილი მორიგი ღალატი - ასე აფასებენ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საქართველოს არანაირი საფრთხე და პროვოკაციის საშიშროება არ ემუქრება.

აუდიო სოსო ცისკარიშვილი: "ნოღაიდელი ხაფანგია, სხვისთვის დაგებული... იგი თავადაც ხაფანგშია გაბმული, რომ შეინარჩუნოს კეთილდღეობა"

დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს კვირის სტუმრად და ბატონი სოსოსთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 2 მარტს საღამოს სოსო ცისკარიშვილი "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.

01 მარტი 2010

აუდიო კავკასიური ცარცის წრე აფხაზეთისათვის

ორიოდე კვირის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთის სამთავროს მიერთების 200 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო განცხადება, რომელშიც, რუსეთის იმპერია გამოყვანილია მხსნელ ძალად, ხოლო საქართველო ბოროტების წყაროდ. როგორ უპასუხეს რუს დეპუტატებს თბილისიდან?

აუდიო პრაიმერელთა კომპრომისი და ”ალიანსის” პასუხი

დღეს ქართულ პოლიტიკურ კაკაფონიაში ხმები ოდნავ დალაგდა: პრაიმერის ინიციატორი პარტიები ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებენ, ალასანია ”ალიანსის” ერთპიროვნული ლიდერია, ზურაბ ნოღაიდელი კი აცხადებს, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს.

აუდიო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცები აკონტროლებენ

ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარს 1 მარტიდან რუსი მესაზღვრეები გააკონტროლებენ - 4 გადასასვლელი - მათ შორის, ენგურის ცენტრალური ხიდი და შემოვლითი გზები - რიგითი მოქალაქეებისთვის დაკეტილია.

ლარსი გაიხსნა

დღეიდან ამოქმედდა ყაზბეგისა და ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები. საზღვარი თბილისი დროით 7 საათზე, ხოლო მოსკოვის დროით - 6 საათზე გაიხსნა. გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეები და მებაჟეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადმოიყვანეს. ისინი 3 ცვლაში იმუშავებენ. თითო ცვლაში - 15 მებაჟე და 15 მესაზღვრე.

აუდიო ან ყველა ყველაზე, ან – არავინ

ქართული მხარე მზადაა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა მოქალაქე გაათავისუფლოს. ოსური მხარე კი ომამდე დაკავებულების გათავისუფლებას და შვიდი დაკარგულის მოძიებას მოითხოვს. ცხინვალი კატეგორიულად აცხადებს: ყველა-ყველაზე.

„შუხმანის" საფერავმა საუკეთესოს წოდება მიიღო

რესტორან „პურის სახლში“ „საფერავების“ დეგუსტაცია მოაწყო. დეგუსტაციის პროცესი ანონიმური იყო - არც ჟიურიმ და არც მოყვარულებმა არ იცოდნენ, რომელ ღვინოს აგემოვნებდნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილმა ძვირადღირებულმა „საფერავმა“ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

მარტი 2010

კალენდარი