შაბათი, 11 თებერვალი, 2012 თბილისის დრო 11:00

საზოგადოება

ეუთო თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს

ტექსტის ზომა - +
30.09.2010
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნებზე, ეუთოს ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა.
სექტემბერი 2010
30 სექტემბერი 2010

აუდიო ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსის მიმართ, რომელიც 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება, დაახლოებით 60 პრინციპული შენიშვნა აქვს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტში დარღვეულია თანასწორობის პრინციპი და პრაქტიკულად იგნორირებულია დაცვის მხარისთვის სასიცოცხლო რეგულაციები.

აუდიო ოპოზიციის ნაწილი ოქრუაშვილის გარშემო ერთიანდება?

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ოპოზიციური დაჯგუფებების კონტურები იკვეთება. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაადასტურა საფრანგეთში მცხოვრები ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანების სურვილი.

29 სექტემბერი 2010

ვიდეო თავდაცვის სამინისტრო და მარტოხელა დედა

51 წლის მარინა მაროიანი თბილისის გარეუბანში, მოსკოვის პროსპექტზე, ყოფილი სატანკო ქარხნის ტერიტორიაზე, ერთოთახიან ბინაში უნარშეზღუდულ შვილთან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობს, თუმცა ბინის პრივატიზებას ვერ ახერხებს. სახელმწიფო უწყებები პასუხს არ იძლევიან.

აუდიო იმოქმედებს თუ არა ბანკების ”შავი სია” პროგრამაზე „კომპიუტერი დღეში ერთ ლარად“

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ.

აუდიო თომას ჰამარბერგმა მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა დაკარგულთა საქმეებზე

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ”საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიების მონიტორინგის” შედეგებს ასახავს.

აუდიო საქონლის ეპიდემიური დაავადება შიდა ქართლში

გორისა და კასპის რაიონში მსხვილფეხა პირუტყვის ეპიდემიური დაავადება გავრცელდა. კასპის რაიონის სამ სოფელში საქონელი მოულოდნელად დაეცა. დაავადება სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობა ვეტერინარული სამსახურისგან დახმარებას ითხოვს.

28 სექტემბერი 2010

მოსწავლეები სახელმძღვანელოების გარეშე

ორი კვირაა საქართველოს საჯარო სკოლებში აკადემიური სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სწავლის განახლების მიუხედავად, მოსწავლეთა ერთი ნაწილი სკოლებში სახელმძღვანელოების გარეშე დადის.

აუდიო როგორ დაუპირისპირდებიან წამების ფაქტებს საქართველოში

თავისუფლებააღკვეთილი პირების წამების ფაქტებს მაღალკვალიფიციური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მაღალი სტანდარტების მტკიცებულებების შექმნა და მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა დაუპირისპირდეს, - ასეთი მიზანი აქვს IRCT-ის პროექტს.

აუდიო ადამიანის უფლებაა - იცოდეს!

დღეს საერთაშორისო დღეა ადამიანის უფლებისა - იცოდეს. ეს დღე მსოფლიოში უკვე მერვე წელია აღინიშნება და მისი მიზანია საერთოდ მსოფლიოში მთავრობებს და მოქალაქეებს შეახსენოს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა საჯარო ინფორმაციას ფლობდეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა კობახიძე

28 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა კობახიძე, ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ”პატიმრობის კოდექსზე”, რომელიც 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში.

27 სექტემბერი 2010

აუდიო პატიმრობის კოდექსი კრიტიკის სამიზნედ რჩება

პატიმრობის კოდექსი, რომელიც 1 ოქტომბერს, შევა ძალაში, კვლავაც მწვავე კამათის საგნად რჩება. უცვლელია ძირითადი პრეტენზიები და ისინი კვლავაც პატიმართა განათლებისა და ხანგრძლივი პაემნის საკითხებს შეეხება. ხელისუფლება კანონის შეცვლის მიზეზად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობას ასახელებს.

აუდიო პროტესტის გავლენა კონსტიტუციის კენჭისყრაზე

პარლამენტის შენობის წინ ორშაბათს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა და საზოგადოებას მოუწოდა, 28 სექტემბერს მდუმარე აქციით გააპროტესტოს საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის არსებული ფორმითა და შინაარსით მიღების პროცესი.

აუდიო 17 წელი სოხუმის დაცემიდან

1993 წლის 27 სექტემბრიდან 17 წელი გავიდა. თბილისში ეს თარიღი სოხუმის დაცემის დღედ, ხოლო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სოხუმის აღების დღედ აღინიშნება. ამ დღეს ტრადიციულად პატივს მიაგებენ ომში დაღუპულთა ხსოვნას და იხსენებენ აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ ტრაგიკულ მოვლენებს.

ბაღათურია კვეზერელის დაპატიმრებას მოითხოვს

ჯონდი ბაღათურიამ კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს დააკისრა. დეპუტატი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და მის დაპატიმრებას მოითხოვს.

სოხუმის დაცემიდან 17 წელი გავიდა

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება და სოხუმზე შტურმი დაიწყო. 11-დღიანი ბრძოლის შემდეგ აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა და ჩრდილოეთ კავკასიელმა მებრძოლებმა სოხუმი აიღეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: სოსო არჩვაძე

27 სექტემბერს დილის ეთერის სტუმარი იყო ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში სოსო არჩვაძე. სტუმარმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე, სოფლად მცხოვრებთა პრობლემებსა და პერსპექტივაზე.

25 სექტემბერი 2010

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა: ქუთაისი, 1992

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა 1992 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარებული კონცერტის ვიდეოჩანაწერის ნაწყვეტები. ეჰ, რამდენ რამეზე დაგაფიქრებს ადამიანს! გადაცემაში ამ ფიქრებს გაგიზიარებთ...

აუდიო ახალგორის მოსახლეობას პასპორტიზაციისთვის კიდევ ერთი თვე მისცეს

ცხინვალის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის ასაღებად ერთთვიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.

აუდიო სიკვდილი ძალადობით - საშიში ტენდენცია ევროპაში

21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში (10-29 წელი) ძალადობით გამოწვეულ სიკვდილიანობას ეხება. კვლევიდან ჩანს, რომ ევროპაში სიკვდილის მიზეზებს შორის ძალადობრივი სიკვდილი მესამე ადგილზე დგას.

24 სექტემბერი 2010

აუდიო გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტრო კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე ან სხვა ადგილებში დაყრის, 200 და 1000 ლარით დაჯარიმდება.

აუდიო ცვლილება ვაშინგტონის საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციაში

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი მსუბუქად თუ მიანიშნებდა ხოლმე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ახლა აქცენტი გადააქვთ სამოქალაქო საზოგადოებათა მხარდაჭერაზე.

გაბრაზებული კოკოითი ისევ საკადრო ცვლილებებს გეგმავს

დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ კოკოითი მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და როგით მოხელეებს შეხვდა და ბევრი მათგანი საჯაროდ გააკრიტიკა. კოკოითი აღშფოთებას ვერ მალავდა.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ნანა ბიგანიშვილი და ანა გაბრიაძე

24 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ნანა ბიგანიშვილი, სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი და ანა გაბრიაძე, მხატვარი. მათ ილაპარაკეს დიღმის ტყე-პარკისშესახებ.

აუდიო მარინა ხოდორკოვსკაია იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი - პრეზიდენტია

ხუთი წლის წინ ძალაში შევიდა განაჩენი, რომელიც რუსეთის სასამართლომ ყოფილი „იუკოსის“ ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკის და მის ბიზნესპარტნიორს პლატონ ლებედევს გამოუტანა.

23 სექტემბერი 2010

აუდიო აქტიურობა და სოლიდარობა

23 სექტემბერს ”კინოს სახლში” წარმომადგენლობითი სახალხო კრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები ე.წ. პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების პრობლემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

აუდიო ისევ ვჩქარობთ!

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ოფიციალურად პრეზიდენტის ინიციატივაა და მისი მიზანი პარლამენტის როლის გაძლიერება და ერთმმართველობის შესუსტებაა. მეორე მხრივ, ეს დასავლეთის მოთხოვნაა, რადგან ცვლილებებამდე დასავლეთმა მთავრობა რამდენჯერმე ამხილა სიჩქარესა და ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებში.

აუდიო კოტეჯების რეაბილიტაცია – არამიზნობრივი ხარჯვა?

დევნილებისთვის სწრაფად და უხარისხოდ აშენებულმა კოტეჯებმა ორი წელიც ვერ გაძლო. სახლების კედლები დაიბზარა, კარ-ფანჯარა დეფორმირდა, სახურავიდან წყალი ჩავიდა. ღარებგაჩენილი იატაკიდან კი ბალახი და მწერები ამოდიან.

აფხაზეთში თავს დაეხსნენ ალექსანდრე ანქვაბს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, 2005 წლის შემდეგ, რიგით მეხუთე თავდასხმას გადაურჩა. ანქვაბის ცნობით, გამთენიისას მის საძინებელ ოთახს ჭურვი ესროლეს. თავდასხმას აფხაზეთის უშიშროების სამსახური იძიებს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატო ზაზაშვილი

23 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "საფარის" დირექტორი ნატო ზაზაშვილი. სტუმართან საუბრის თემა იყო საქართველოში ახალგაზრდების პრობლემები და მოზარდებს შორის ძალადობა.

22 სექტემბერი 2010

ევროპაში ყოველდღე 40 ახალგაზრდას კლავენ

ახალგაზრდებს შორის ძალადობის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში - ასი ათას მოსახლეზე ძალადობრივი გზით დაღუპული ახალგაზრდების რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია. ყველაზე კარგი ვითარებაა ამ მხრივ გერმანიაში. საქართველო ამ სიაში მეთორმეტე ადგილზეა.

აუდიო რუსეთი „არქტიკის საერთაშორისო ფორუმს“ მასპინძლობს

როცა, ერთი ვარაუდით, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის საფარველი მთლიანად დადნება, ენერგომატარებლებს დახარბებული მსოფლიო დაიწყებს იქ არსებული მარაგის თავისუფლად მოპოვებას. არქტიკის მიმართ პრეტენზიის მქონე ქვეყნები უკვე ცდილობენ გაინაწილონ იქაური სიმდიდრე.

40 მილიარდი დოლარი გლობალური ჯანდაცვისთვის

გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა, რომ 40 მილიარდ დოლარს გამოჰყოფენ ქალებისა და ბავშვების ჯანდაცვისთვის. ბან კი მუნის განცხადებით, მთავრობები, ფილანტროპები და კერძო ორგანიზაციები გამოჰყოფენ ფულს ამ სტრატეგიის დასაფინანსებლად.

აუდიო ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია გაკონტროლდება

მაისში ჩატარებული ტენდერის შედეგად შერჩეულმა სადაზღვევო კომპანიებმა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს ალექსანდრე ურუშაძეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

აუდიო ეროვნულმა ფორუმმა პარლამენტს 130 000 ხელმოწერა წარუდგინა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

აუდიო თუ არ ვართ მზად, რატომ ვცვლით?

ვართ თუ არა მზად იმ საკონსტიტუციო მოდელისთვის, რომლის მიღებაზეც საუბარი გრძელდება, და თუ არ ვართ, რატომ ვიღებთ? შეკითხვა, თავისი ვრცელი მოხსენებისა და შენიშვნების შემდეგ, ლოგიკურად დასვა ახალგაზრდა სამართლის დოქტორმა ირაკლი კობახიძემ.

აუდიო გადაუჭრელი პრობლემები კონფლიქტის ზონაში

ორი წელია ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში პრობლემები ვერ გვარდება. უკმაყოფილო ხალხთან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩავიდა და მოსახლეობას აუწყა, რომ პრობლემების მოგვარება ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში შეუძლებელია.

აუდიო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსი ბუნდოვანია

საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის როლი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან იურისტი კახა მაღრაძე საუბრობს. მისი აზრით, პროექტიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური ძირითადად საგარეო ურთიერთობების დარგში

აუდიო საკონსტიტუციო ცვლილებები ქუთაისელებისთვის უცნობია

მოქმედ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვები საკონსტიტუციო კომისიამ ბოლო ორი თვის მანძილზე ქვეყნის ყველა რეგიონში მოაწყო. რადიო თავისუფლებამ ქუთაისში საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.

21 სექტემბერი 2010

აუდიო ჩრდილოეთი კორეა ლიდერთა სამიტისათვის ემზადება

ჩრდილოეთი კორეა აპირებს ყველა თაობის უდიდესი პოლიტიკური თავყრილობა ჩაატაროს. პარალელურად ვრცელდება ვარაუდები, რომ სახელმწიფოს მეთაური კიმ ჩენ ირი ემზადება იმისათვის, რომ საკუთარ მემკვიდრედ დაასახელოს უმცროსი შვილი.

კრემლი და დედაქალაქის მერთან „მოსკოვისთვის ბრძოლა“

ბოლო წლების პირველ ნამდვილ პოლიტიკურ დრამად გადაიქცა მოსკოვის მერის, ლუჟკოვის გარშემო შექმნილი ვითარება - კრემლს მისი შეცვლა სურს, მაგრამ ლუჟკოვიც არაა ჯაბანი და არ აპირებს უბრძოლველად დათმოს დედაქალაქი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი სახალხო ინტერესის გარეშე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების” კანონპროექტის განხილვის დაწყებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო დებატების პროცესმა პრაქტიკულად უკვე გადაინაცვლა საკანონმდებლო ორგანოში, მასზე სჯა-ბაასი პარლამენტს გარეთაც გრძელდება.

აუდიო ახალგაზრდები ხანდაზმულთა უფლებების დაცვას მოითხოვენ

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „7 ნოემბერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერა წერილი, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული და მიუსაფარი ადამიანების უფლებების დაცვას მოითხოვს.

აუდიო გორის რაიონში ომისგან დაზიანებული კიდევ ერთი სკოლა გაიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა სოფელ ძევერის საჯარო სკოლა გახსნეს. ეს სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა.

აუდიო მშვიდობის ფასი

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ეს თარიღი 2002 წლიდან აღინიშნება - 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაერომ გამოაცხადა. წლევანდელი მშვიდობის დღის მთავარი გზავნილია ”მშვიდობა, ახალგაზრდობა და განვითარება”, დევიზი კი - ”მშვიდობა უდრის მომავალს”.

აუდიო დილის სტუმრები: ეკა როსტომაშვილი და ნინო ნანიტაშვილი

21 სექტემბერს რადიო თავისუფლების სტუმრები იყვნენ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წარმომადგენელი ეკა როსტომაშვილი და პროგრამის კურსდამთავრებული ნინო ნანიტაშვილი. 2011-2012 აკადემიური წლისათვის FLEX პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50 ფინალისტი.

ვიდეო თურქეთში სომეხი ქრისტიანების მიერ ჩატარებულ წირვას სკანდალი ახლდა თან

თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში პირველად, სომხებს საშუალება მიეცათ წირვა ჩაეტარებინათ აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, ახლახან აღდგენილ ტაძარში. ამ ნაბიჯით ანკარას სომეხი უმცირესობის მიმართ შემწყნარებლობის დემონსტრირება სურდა.

20 სექტემბერი 2010

აუდიო დასავლეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები თბილისში შეიკრიბნენ

საერთაშორისო ფორუმი ქართული მეცნიერების განვითარებისთვის პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელშიც ფული რუსთაველის ფონდმა ჩადო. უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორები რამდენიმე დღის განმავლობაში მოხსენება-ლექციებს წაიკითხავენ.

აუდიო ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეალობა

სახალხო დამცველის აპარატმა და ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგები ერთ ანგარიშში მოაქციეს. ანგარიშს თან ის რეკომენდაციებიც ახლავს, რომელთა შესრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აუდიო გალელ პედაგოგებს სამეგრელოში არ უშვებენ

ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილ ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთის საკითხის დასმას მოითხოვენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ თალაკვაძე

20 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველის თანაშემწე. მან ილაპარაკა საქართველოს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში არსებულ მდგომარეობაზე.

19 სექტემბერი 2010

აუდიო შემოდგომა შემოსულა, მსმენლ!

შემოდგომა ხომ იცით, რა დროა. ხეებს ფოთლები გასცვივდება, ნელ-ნელა აცივდება და გულშიც სევდა შემოგეპარება ადამიანს. ჩვენც ტრადიციულად შემოგთავაზებთ შესაბამის მუსიკალურ გაფორმებას.

აუდიო საერთაშორისო დელეგაციებისა და სასწავლო წლის დაწყების კვირა

ეს კვირა საერთაშორისო დელეგაციების სტუმრობით იყო დატვირთული, ამავე კვირაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი და ამავე კვირაში, 13 სექტემბერს, ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ დაიწყო საქმის წარმოება საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ.

აუდიო ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. თანამდებობა დატოვა ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენმა სამმა წევრმა.

18 სექტემბერი 2010

პოლონეთის სასამართლომ აჰმედ ზაკაევი გაათავისუფლა

პოლონეთიდან მიღებული ცნობების თანახმად, სასამართლომ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის, აჰმედ ზაკაევის გათავისუფლების ბრძანება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაკაევი თავისუფალი იქნება სანამ მისი რუსეთში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება.

17 სექტემბერი 2010

აუდიო კონკრეტული რჩევა ბალანსის შესანარჩუნებლად

ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ, ქართული შესწორებებით, პარლამენტმა შესაძლოა პრემიერზე კონტროლი დაკარგოს, რაც ძლიერი პარლამენტის იდეას ასუსტებს. მდგომარეობის გამოსწორებისთვის რეკომენდაცია საკმაოდ კონკრეტულია. კომისია საკუთარ ოფიციალურ მოხსენებას ერთ თვეში გამოაქვეყნებს.

აუდიო სასკოლო წიგნები ”თავის ფასში” წიგნის 26 მაღაზიაში გაიყიდება

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტუალური გახდა სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებიც. გამომცემლობების აზრით, საქართველოში წიგნები იაფია, მშობლების შეფასებით კი - ძალიან ძვირი. სასკოლო წიგნები სხვადასხვა რეგიონშისხვადასხვა ფასად იყიდება.

დევნილებს სოფელ ხეთის მეურნეობის შენობის დაცლა მოსთხოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში დაფნისა და ციტრუსის ყოფილი მეურნეობის კორპუსებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 21 ოჯახს ამჟამინდელი საცხოვრებლიდან გასახლების პრობლემა შეექმნა.

აუდიო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ავ-კარგი

დღეს, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში მოდელირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ეს მოდელირებული პროცესი ემსახურება იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში.

აუდიო გერმანელი ჟურნალისტები დევნილთა კოტეჯებით დაინტერესდნენ

ჟურნალისტები გერმანიის მთავრობის მიერ აშენებულ კოტეჯებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებით დაინტერესდნენ და გაკვირვებულნი დარჩნენ, როცა კედლებდაბზარული კოტეჯები ნახეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი სესიაშვილი

17 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთიდან ლეიტენანტ შუკვანის ცხედარი ჩამოასვენეს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს გეგმებში ავღანეთში პირველი სამხედრო მსხვერპლის შემდეგ?

აუდიო ხანძრის შედეგები

სამცხე-ჯავახეთში ხანძრის შედეგად გადამწვარი ტერიტორიების მასშტაბები შესწავლილია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტიქიის შედეგად აწყურში 300, ბორჯომში კი 20 ჰა ტყის მასივი გადაიწვა. საკითხავია, ხომ არ დადგება რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.

აუდიო სომხეთის მოქალაქე აფხაზურ საგუშაგოსთან გაძარცვეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ერევანში მიმავალი სომეხი ეროვნების ავაგ იეფრემიანი 16 სექტემბერს, დილით, აფხაზმა მესაზღვრეებმა ენგურის ხიდთან არსებულ საგუშაგოსთან გააჩერეს და საბუთებთან ერთად საფულეც მოსთხოვეს.

ვიდეო მოსკოვი ვარშავისგან ზაკაევის გადაცემას მოითხოვს

რუსეთი აჰმედ ზაკაევის პოლონეთიდან ექსტრადიციისთვის დოკუმენტებს ამზადებს. თავის მხრივ, ვარშავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სამართლიანობის და არა ვინმეს მოლოდინის შესაბამისად.

აუდიო პატიმრებისათვის უმაღლესი სასწავლებლების კარი იხურება

შესაძლოა, უმაღლესი განათლების უფლება პირველი ოქტომრიდან ყველა პატიმარს ჩამოერთვას, რადგან ”პატიმრობის კოდექსში”, რომელიც ძალაში სწორედ ამ დროიდან შედის, მსჯავრდებულების უმაღლეს განათლებაზე აღარაფერი წერია.

აუდიო ზაკაევი პოლონეთში ჩავიდა - დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად

„მე აქ სავსებით ლეგალურად ვიმყოფები, არ ვაპირებ დამალვას ქვეყანაში, სადაც ლეგალურად ჩამოვედი ვიზის მიღების შემდეგ“, - განაცხადა ზაკაევმა, რომელიც პოლონეთში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად ჩავიდა.

16 სექტემბერი 2010

აუდიო ვალტერ კელინის ”გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო”

აფხაზეთიდან დაბრუნებულმა კელინმა 16 სექტემბერს თბილისში საზოგადოებას წარუდგინა კონცეფცია, სახელწოდებით ”გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო”, და დონორ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

შეწყვეტილი პირველი ზარი

ზუგდიდში ახალი სასწავლო წელი, მე-9 სკოლის მსგავსად, დაზიანებული სახურავის გამო, არ განახლებულა მე-5 და ინგირის მე-2 საჯარო სკოლებში. აქ სასწავლო პროცესი მხოლოდ 15 სექტემბერს დღის ბოლომდე გაგრძელდა. მოსწავლეები, დროებით, სხვა სკოლებს შეეხიზნებიან.

დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ფრუიძემ დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა საკუთარ მეგობარს.

აუდიო რა განსხვავებაა კომპაქტურად და კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს შორის?

სექტემბრიდან გორში სხვადასხვა ობიექტებში ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა თავად მოუწევთ. კოტეჯებში მაცხოვრებელ დევნილებს სახელმწიფო 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის გადასახადს უფარავს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა ნიკოლაიშვილი

16 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მან ისაუბრა სისხლის სამართლის ახალ კოდექსში არსებულ ხარვეზებზე, რაც პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა უთანასწორო პოზიციებს განაპირობებს.

აუდიო ქართველი სოკრატე

15 სექტემბერს 80 წელი შესრულდა დიდი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან. მისი სახელი ალბათ ქართველების დიდ ნაწილს სმენია, თუმცა, ცოტამ იცის მისი ნააზრევი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი? ეს შეკითხვა დავუსვით ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს.

15 სექტემბერი 2010

აუდიო საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა საბურველის ტარების აკრძალვას

საფრანგეთის ზედა პალატამ 14 სექტემბერს თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას. საუბარია ტრადიციულ საბურველზე, რომელსაც მუსლიმანი ქალები ატარებენ. კანონი 2011 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.

აუდიო დემოკრატიის საერთაშორისო დღე ქართულად

2007 წლის 8 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. როგორ ესმით დემოკრატია საქართველოში, რას ფიქრობენ მოქალაქეები და ისინი, ვისაც სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობა აბარია?

აუდიო სკოლა, რომელშიც 48 მოსწავლე ოკუპირებული აფხაზეთიდან დადის

გალის ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე თბილისის დელეგაციამ სოხუმის წარმომადგენლებისგან მიიღო პირობა, რომ გალელი მოსწავლეები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეძლებენ.

აუდიო ახალ სასწავლო წელს სკოლები რამდენიმე სიახლით ხვდებიან

15 სექტემბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა დაიწყო. ნეთბუქები - პირველკლასელებს, ვირტუალური ლაბორატორიები - მოზრდილებს, სკოლების ჭერზე დამონტაჟებული ვიდეო თვალები და მანდატურები - დერეფნებში...

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა ამიერიდან ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სკოლას მანდატურები მოემსახურებიან.

ორი წლის წინ დაბომბილ სკოლაში სწავლა დაიწყო

დილიდან ხმაური იყო გორის მე-7 საჯარო სკოლაში, ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სკოლამ სრული დატვირთვით მუშაობა დღეს დაიწყო. მე-7 სკოლაში დღეს 100 პირველკლასელი მივიდა. სასწავლო პროცესი გორის რაიონის ყველა სკოლაში დაიწყო.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: გია ცაგარეიშვილი

14 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. საუბრის თემა იყო კანონპროექტი, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება ეძლევა გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქე შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს.

14 სექტემბერი 2010

აუდიო ნიუ-იორკის ისლამური ცენტრის იმამი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს

იმამი, რომლის სახელიც უკავშირდება ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტების მახლობლად, ისლამური ცენტრის მშენებლობას, ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილმა მისი გეგმები არასწორად გაიგო. ფეისალ აბდულ რაუფმა სცადა ამ პროექტის გარშემო არსებული დაძაბულობის დაცხრობა.

აუდიო გალელ მოსწავლეებს ე.წ. საზღვარზე პრობლემები არ შეექმნებათ

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დღეს კვლავ შეიკრიბნენ აგვისტომ ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირებაა. ხუთმხრივი შერეული შეხვედრის მონაწილე მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.

13 სექტემბერი 2010

აუდიო ვალტერ კელინი დევნილთა მდგომარეობას შეისწავლის

საქართველოში იმყოფება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ვალტერ კელინი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს თბილისში, სოხუმსა და გალში.

აუდიო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო - საქართველო vs რუსეთი

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ორშაბათს საჯარო განხილვა დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე.

აუდიო სიმღერები 11 სექტემბერზე

11 სექტემბრის შესახებ ხელოვნების ბევრი ნაწარმოები შეიქმნა. კინოები გადაიღეს, წიგნები მიუძღნეს, სიმღერები დაწერეს... ჩვენ 4 ასეთ სიმღერას მოვისმენთ, რომელიც სხვადასხვა რეაქციებს ასახავს ამ ტრაგედიაზე.

აუდიო ეროვნული ფორუმი მთელი ქვეყნის პარალიზებით იმუქრება

ეროვნული ფორუმი მთელი ქვეყნის პარალიზებით იმუქრება, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება. ფორუმის აქტივისტებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის 80 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: უჩა ნანუაშვილი

”13 სექტემბერს არ იგეგმება საქმის განხილვა, აქ საუბარია კომპეტენციაზე, თუ რამდენად გადაწყვეტს ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლო, არის თუ არა დასაშვები რომ ეს საქმე განიხილოს”, - აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო - საქართველო vs რუსეთი

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც სახელმწიფოებს შორის დავებს იხილავს (ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისგან განსხვავებით) 13 სექტემბერს იწყებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრის განხილვას.

10 სექტემბერი 2010

აუდიო ვირტუალობა ”ნაციონალურ ტელესივრცეში” და მისი სუსტი ალტერნატივა

საქართველოში, სადაც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო, საჯარო განხილვა თითქმის დასრულებულია, მედიის ექსპერტები ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებენ.

აუდიო ირაკლი ცირეკიძის უცნაური მარცხი

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს დაუმარცხებლად გამოეთიშა. ქართველ სპორტსმენს წაგება ჩაეთვალა ტატამზე გამოუცხადებლობის გამო. რა მოხდა ტატამს მიღმა?

აუდიო რა სახე უნდა ჰქონდეს ძალის გამოუყენებლობის დაპირებას?

გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი ალასანია, ახალს არ უწოდებს თავის მიერ ბოლო დღეებში გახმაურებულ ინიციატივას, რომელიც აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის ერთგვარი დეკლარაციის გაფორმებას გულისხმობს.

ხვითელები ოკუპირებული ნაკვეთების სანაცვლოდ მიწებს ითხოვენ

სოფლების ნიქოზის, ერგნეთის, ხვითის, ზარდიაანთკარისა და გუგუტიანთკარის 100-ობით ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულია. მიწის გარეშე დარჩენილებმა ხელისუფლებას კომპენსაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.

აუდიო ქართველმა პატიმარმა სოხუმის საპყრობილე დატოვა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 9 სექტემბერს ქართველი პატიმარი მალხაზ კორძაია გაათავისუფლა. იგი გასული წლის თებერვალში აფხაზური უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ლია მუხაშავრია

10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია მუხაშავრია, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიმდინარე განხილვაზე და მის მნიშვნელობაზე.

09 სექტემბერი 2010

აუდიო დედაქალაქის ქუჩები წიგნების გარეშე

თბილისის მერიის ბრძოლას გარევაჭრობასთან წიგნების მოყვარულთა ინტერესები შეეწირა. წიგნებსა და წიგნების გამყიდველებს ვეღარ შეხვდებით ვერც გამომცემლობა "სამშობლოს" წინ, ვერც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან და ვერც პუშკინის სკვერთან.

აუდიო საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციის შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებს

მეორე დღეა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავით ბაქრაძე ოპოზიციურ ლიდერებს ხვდება. 9 ივლისს საკუთარი პოზიცია ბაქრაძეს ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”მრეწველებმა” გააცნეს. ერთი დღით ადრე - ირაკლი ალასანიას გუნდმა.

სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა ვლადიკავკაზში მოწყობილი აფეთქების შედეგად

ვლადიკავკაზში მოწყობილი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ააფეთქა.

აუდიო გორში სურსათზე ფასები იზრდება

პურის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორში 5 თეთრით გაიზარდა. საშუალო ზომის პური 60 თეთრი ღირს. ერთი ტომარა ფქვილი - 45 ლარი, ზეთი კი 4 ლარი გახდა. შაქარი 2 ლარამდე გაძვირდა. პროდუქტების გაძვირების გამო გორელები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.

08 სექტემბერი 2010

აუდიო დევნილების დაბრუნების საკითხს გაეროში წელს ორით მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა

7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც დევნილების ღირსეული დაბრუნების საკითხს ასახავს, მწვავე რეაქციები მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მხრიდან.

აუდიო 2,5 ათას ჰექტარზე გადამწვარი ტყე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა. ყველაზე მასშტაბური იყო ხანძარი აწყურის სატყეო უბანზე

საქართველოში ეუთოს მისიის ბედი კვლავაც გაურკვეველია

თბილისს სტუმრობს ეუთოს ორი მაღალი რანგის პოლიტიკოსი: ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი და ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარკ პერენ დე ბრიშამბო. მათი ვიზიტები, ოფიციალური შეხვედრების გარდა, დევნილების მონახულებასა და კონფლიქტის ზონაში სტუმრობასაც მოიცავდა.

აუდიო ურმას პაეტი ომისგან დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი შიდა ქართლში იმყოფებოდა. პაეტმა ერგნეთიდან რუსულ საგუშაგოს და ცხინვალსაც გადახედა, შეხვდა ქართულ საგუშაგოზე მყოფ პოლიციელებს და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა.

აუდიო ირანელი ქალის მიმართ ჩაქოლვის განაჩენს ვატიკანი გამოეხმაურა

ვატიკანმა განაცხადა, რომ შეეცდება თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს და დიპლომატიური გზებით მოსთხოვოს ირანს, არ აღასრულონ „სასჯელის უმაღლესი ზომა ჩაქოლვით“ და არ მოკლან საქინე მოჰამადი-აშთიანი - ქალი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში გაასამართლეს.

07 სექტემბერი 2010

აუდიო ახალსახლობა 20 წლის შემდეგ

დღეს გორში დევნილი და სოციალურად დაუცველი 14 ოჯახი სოციალურ საცხოვრებელში შეასახლეს. გასულ წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა პილოტური პროექტი: „სოციალური საცხოვრებელი კეთილმოწყობილ გარემოში“.

აუდიო საქართველო გაეროს დევნილთა მდგომარეობას ყოველწლიურად შეახსენებს

7 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 11 საათზე, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას განიხილავენ. საუბარია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ ყოველწლიურ დოკუმენტზე.

აუდიო ეთნიკური უმცირესობები სკოლების შენარჩუნებას ითხოვენ

საქართველოს სომეხთა სათვისტომომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. სათვისტომო იმ სკოლების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თავიდან აცილებას ითხოვს, სადაც სომხურ ენაზე ასწავლიდნენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ჯული გიორგაძე

7 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ჯული გიორგაძე. 9-11 სექტემბერს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს.

აუდიო ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის საეჭვო სიკვდილი

დღეს მინსკში დაკრძალეს ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ალეჰ ბიაბენინი. ის საკუთარ აგარაკზე სამი დღის წინ იპოვეს ჩამოხრჩობილი. გამოძიება ამბობს, რომ 36 წლის ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა მის კოლეგებს სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი ეპარებათ.

06 სექტემბერი 2010

აუდიო კოკოითიმ პატრუშევს ახალი გზის მშენებლობა მოსთხოვა

ცხინვალის ახალგორთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ღრომის ხეობაზე გადის. ამიტომ, ედუარდ კოკოითიმ პატრუშევს ახალი ქვედა გზის მშენებლობის დაწყება სთხოვა, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ ქართული სოფლების სიახლოვეს გაივლის.

აუდიო კომფორტი საარსებო მინიმუმის სანაცვლოდ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთში, დაფნისა და ციტრუსის ყოფილი მეურნეობის კორპუსებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 21 ოჯახს ბინების დატოვება მოსთხოვეს. დევნილებმა შეთავაზებულ გარემონტებულ სახლებზე უარი განაცხადეს.

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფიბამ ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24 გუნდამდე გაზარდა.

კონდოლიზა რაისი თბილისში არ ჩამოვიდა

ბათუმის პორტში დილის 5 საათზე შევიდა მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის მონაწილეთა გემი. ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ბათუმის აეროპორტიდან დუბლინში გაფრინდა. საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი კი საქართველოში საერთოდ არ ჩამოვიდა.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: რეზო გეთიაშვილი

6 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი. მან თბილისის გამწვანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აუდიო ახალგაზრდული პროგრამა: ეთნოფესტივალი პრაღაში

"ახალგაზრდული პროგრამა" ამჯერად ეძღვნება პრაღაში ჩატარებულ ეთნოფესტივალს, რომლის შესახებ შთაბეჭდილებებსაც ნუცა აბაშიძე და სალომე კვირიკაშვილი გვგიზიარებენ.

04 სექტემბერი 2010

აუდიო ვინ ცხოვრობს მიტარბში?

საბჭოთა პერიოდში, ბორჯომთან ერთად, მინერალურ წყალ მიტარბსაც აწარმოებდნენ. ჯანმრთელობისთვის ამ მარგებელ წყალს ასხამდნენ ამავე სახელწოდების სოფელში, რომელიც ასევე ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან თითქმის 1500 მეტრზე, მდებარეობს.

03 სექტემბერი 2010

აუდიო რესტავრაცია? - ქართული კვალის წაშლა?

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიისა ”ჩვენ თვითონ”, ბრიფინგი გამართა და რუსეთის პატრიარქს მიმართა თხოვნით, ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიზე მიმდინარეობს.

აუდიო ყოფილ პრეზიდენტს უფლება აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი

ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის დეტალები დღემდე დავის საგანია. საქმე ეხება ირაკლი ალასანიას ღია წერილს, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებს დაეგზავნათ. ალასანიას პარტია კონსტიტუციაში დამატებას ითხოვს.

აუდიო გაეროს მისიის საკითხს სოხუმი მხოლოდ თეორიულ დონეზე აღიქვამს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელი ჟენევაში ვიაჩესლავ ჩირიკბა მედიის მიერ ატეხილ ხმაურს გადაჭარბებულს უწოდებს. საუბარია ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს სოხუმი მზად იყოს სეპარატისტულ რეგიონში გაეროს მისია დააბრუნოს.

აუდიო როგორია ქურდი კაცის ბედი

კანონის გამკაცრებიდან ოთხი წლის თავზე ირკვევა, რომ კანონიერი ქურდობის ინსტიტუტის რეიტინგმა კატასტროფული ვარდნა განიცადა ყველა სოციალურ ფენაში. არადა, სულ ცოტა ხნის წინ კანონიერი ქურდები ასკეტურ, სამართლიან და ღირსეულ ადამიანებად ითვლებოდნენ...

აუდიო სასმელი წყალი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ

კონფლიქტის ზონის სოფელ თერგვისს მეორე წელია სარწყავი წყალი არ მიეწოდება. სოფელი სასმელი წყლის დეფიციტსაც განიცდის. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მოსავალი მთლიანად გახმა. თერგვისელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი პეტრიაშვილი

3 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახლა უკვე დუმილის აქციებით ცდილობს შრომის კოდექსის შეცვლას.

02 სექტემბერი 2010

აუდიო უმცირესობებს დამატებითი საკონსტიტუციო გარანტიები არ სჭირდებათ?

ახალი ჩასწორებებით, უმცირესობებისთვის კონსტიტუციაში სპეციალური გარანტიები ჩადებული არ არის, თუმცა, ავტორთა თქმით, უმცირესობები ისეთივე მოქალაქენი არიან, როგორიც სხვები.

აუდიო ”მაღაროელები ხშირად იღუპებიან”

პარლამენტთან შეკრებილი პროფკავშირის წევრებმა მდუმარე აქციით ტყიბულის მაღაროში დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი და კანონმდებლებს სთხოვეს შრომის არსებულ კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომ შრომის უსაფრთხოება დაცული იყოს.

აუდიო მედვედევის ვიზიტი კონფედერაციის ფონზე

ექსპერტები ბაქოში დმიტრი მედვედევის 2-დღიან ვიზიტს მოსკოვის მიერ ბაქოს დაშოშმინების მცდელობად აღიქვამენ. რა ანგარიშები აქვს სომხეთთან დაახლოებულ რუსეთს აზერბაიჯანთან და რა ვითარებაა ამ დროს სამხრეთ კავკასიის მესამე ქვეყნის, საქართველოს, გარშემო?

აუდიო აზერბაიჯანის ერთ სოფელში წყლის ზიდვა ქალის საქმეა

ქალებივე ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიც წყლის ზიდვაა, ხშირად - არცთუ ახლო მანძილიდან. და წყალზე მიმავალ ქალებს სოფლის კაცები, ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი, ჩაის სმით ან დომინოს თამაშით დაკავებული, მშვიდად უყურებენ.

აუდიო ცხინვალი მტრის ხატს ქმნის?

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ბორის ატოევმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები საჩხერისა და კოჯრის სპეციალურ ბაზებზე დევნილი ახალგაზრდების მომზადებას აწარმოებენ და დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავენ.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: ავთანდილ დემეტრაშვილი

2 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი. მან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.

01 სექტემბერი 2010

აუდიო დევნილები სამოქალაქო მოძრაობას ქმნიან

დევნილები ორგანიზებას იწყებენ და იურიდიული ფორმალობების გავლით აფუძნებენ სამოქალაქო მოძრაობას. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მოიცვას, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის ათამდე პროცენტი დევნილია.

აუდიო შრომით შეზღუდული თავისუფლება

სულ ახლახან საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 165 ქვეყნის მაგალითზე პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობაა აღწერილი.

აუდიო ადვოკატები: ციხეებში პატიმრებს სცემეს

ციხეებში პატიმართა ცემის ფაქტებზე საუბრობენ ადვოკატები და პატიმართა ოჯახის წევრები. 19 აგვისტოს ქსნის კოლონიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პატიმარს და შემდეგ ისინი რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს.

აუდიო გალში რუსულ და აფხაზურ ენებზე ასწავლიან

საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა. გალის ორ სკოლაში, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს, მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ.

აუდიო პირველი ზარი ერთი პირველკლასელისთვის

ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალგორელი მოსწავლეების ნაწილი 15 სექტემბერს წეროვანის საჯარო სკოლაში აპირებს წასვლას.

აუდიო სტუმრად ჩვენს ეთერში: სოსო ცინცაძე

პირველ სექტემბერს დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. საუბრის თემა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი იდეა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ.

სექტემბერი 2010

კალენდარი