ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:50

ქართული ფერები კივის ქვეყანაში

New Zealand -- "Georgian" cake at the Rugby World Cup 2011

ტექსტის ზომა - +
02.10.2011
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი არგენტინის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დამთავრდა. დამთავრდა ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ახალზელანდიური მივლინებაც, რომლის ბოლო ვიდეოჩანახატს აქ გაეცნობით. გაგრძელება

ვიდეო თამაში, რომელმაც ერის სახე ჩამოაყალიბა

პალმერსტონ ნორთში ბინა უდევს ახალი ზელანდიის რაგბის მუზეუმს, რომლის დასათვალიერებლად მანავატუს რეგიონის ამ პატარა ქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ოვალური ბურთის თაყვანისმცემლები.

ვიდეო როცა ქალაქი რაგბის მოედანია...

პალმერსტონ ნორთი ერთ-ერთია ახალი ზელანდიის იმ 11 ქალაქიდან, რომელიც მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ დღეებში მანავატუს რეგიონის დედაქალაქი - ისევე, როგორც დანარჩენი ათი ქალაქი - რაგბით ცხოვრობს.

ვიდეო ჯორჯია სტრიტი პალმერსტონ ნორთში

პალმერსტონ ნორთი ამ დღეებში რაგბით ცხოვრობს. ქალაქი მორთულია საქართველოს, რუმინეთისა და არგენტინის ეროვნული დროშების ფერებით - იმ გუნდებისა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს აქ მართავენ.

ვიდეო რუმინელებთან შერკინების მოლოდინში

28 სექტემბერს საქართველოს მორაგბეები ძველ მეტოქეს - რუმინეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან. როგორ ხვდება გუნდი ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩს? ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის, დავით კაკაბაძის, კითხვებს უპასუხებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.

ვიდეო ახალზელანდიელთა კულტურა და ისტორია - Te Papa

მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებსა და სტუმრებს ახალზელანდიელები მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითაც უმასპინძლდებიან. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე გვთავაზობს რეპორტაჟს ველინგტონის ეროვნული მუზეუმიდან, რომელსაც ჰქვია Te Papa - „ჩვენი ადგილი“.

ვიდეო ქვეყანა, სადაც მორაგბეებს ძეგლებს უდგამენ

ახალ ზელანდიაში რაგბის თამაშობს ყველა - დიდიც და პატარაც - და თამაშობს ყველგან: ბალახზე თუ ასფალტზე, სკოლაში თუ ქუჩაში მოწყობილ იმპროვიზებულ მოედანზე...

ვიდეო ღვინის ყადრი ახალ ზელანდიაშიც იციან

რაგბისა და მეცხვარეობის გარდა, ახალი ზელანდია ღვინის ქვეყანაც არის. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე ოტაგოს რეგიონის ერთ პატარა ღვინის ქარხანას ესტუმრა.

ხმოვანი ფოტოგალერეა საქართველოს დროშა დანედინის ეკლესიაში

ახალი ზელანდიის ქალაქებიდან დანედინში ყველაზე მეტად შეგხვდებათ ვიქტორიანული პერიოდის არქიტექტურის ნიმუშები. შოტლანდიელი მიგრანტების მიერ აშენებულმა ამ ქალაქმა, რომლის რკინიგზის სადგური ლამის მუზეუმს მოგაგონებთ, ინგლის-საქართველოს მორაგბეთა მატჩს უმასპინძლა. სწორედ ამ ორი ქვეყნის დროშებს შეხვდებოდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე - პრესბიტერიანულ ეკლესიაშიც კი...

ვიდეო პატარა სკანდალი და ბევრი ადრენალინი

მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სკანდალური შემთხვევა აღირიცხა. თუმცა, უშუალოდ რაგბისთან ამ ამბავს არაფერი აქვს საერთო...

აუდიო ახალი ზელანდია და ახალზელანდიელები

ახლა გთავაზობთ სატელეფონო საუბარს დავით კაკაბაძესთან, ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტთან ახალ ზელანდიაში.

ვიდეო შოტლანდიელების შთამომავლები ქართველებს ქომაგობენ?

24-საათიანი და 20 ათასკილომეტრიანი გადაფრენის შემდეგ მარშრუტი პრაღა-დუბაი-სინგაპური-ქრაისტჩერჩი 600-კილომეტრიანი საავტომობილო "გადარბენით" გაგრძელდა და ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის უკიდურეს სამხრეთში, ქალაქ ინვერკარგილში დასრულდა. ამ კუნძულის ქალაქები B ჯგუფის პირველ მატჩებს მასპინძლობენ.