რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
New Zealand -- "Georgian" cake at the Rugby World Cup 2011
პალმერსტონ ნორთში ბინა უდევს ახალი ზელანდიის რაგბის მუზეუმს, რომლის დასათვალიერებლად მანავატუს რეგიონის ამ პატარა ქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ოვალური ბურთის თაყვანისმცემლები.
პალმერსტონ ნორთი ერთ-ერთია ახალი ზელანდიის იმ 11 ქალაქიდან, რომელიც მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ დღეებში მანავატუს რეგიონის დედაქალაქი - ისევე, როგორც დანარჩენი ათი ქალაქი - რაგბით ცხოვრობს.
პალმერსტონ ნორთი ამ დღეებში რაგბით ცხოვრობს. ქალაქი მორთულია საქართველოს, რუმინეთისა და არგენტინის ეროვნული დროშების ფერებით - იმ გუნდებისა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს აქ მართავენ.
28 სექტემბერს საქართველოს მორაგბეები ძველ მეტოქეს - რუმინეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან. როგორ ხვდება გუნდი ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩს? ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის, დავით კაკაბაძის, კითხვებს უპასუხებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებსა და სტუმრებს ახალზელანდიელები მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითაც უმასპინძლდებიან. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე გვთავაზობს რეპორტაჟს ველინგტონის ეროვნული მუზეუმიდან, რომელსაც ჰქვია Te Papa - „ჩვენი ადგილი“.
ახალ ზელანდიაში რაგბის თამაშობს ყველა - დიდიც და პატარაც - და თამაშობს ყველგან: ბალახზე თუ ასფალტზე, სკოლაში თუ ქუჩაში მოწყობილ იმპროვიზებულ მოედანზე...
რაგბისა და მეცხვარეობის გარდა, ახალი ზელანდია ღვინის ქვეყანაც არის. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე ოტაგოს რეგიონის ერთ პატარა ღვინის ქარხანას ესტუმრა.
ახალი ზელანდიის ქალაქებიდან დანედინში ყველაზე მეტად შეგხვდებათ ვიქტორიანული პერიოდის არქიტექტურის ნიმუშები. შოტლანდიელი მიგრანტების მიერ აშენებულმა ამ ქალაქმა, რომლის რკინიგზის სადგური ლამის მუზეუმს მოგაგონებთ, ინგლის-საქართველოს მორაგბეთა მატჩს უმასპინძლა. სწორედ ამ ორი ქვეყნის დროშებს შეხვდებოდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე - პრესბიტერიანულ ეკლესიაშიც კი...
მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სკანდალური შემთხვევა აღირიცხა. თუმცა, უშუალოდ რაგბისთან ამ ამბავს არაფერი აქვს საერთო...
ახლა გთავაზობთ სატელეფონო საუბარს დავით კაკაბაძესთან, ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტთან ახალ ზელანდიაში.
24-საათიანი და 20 ათასკილომეტრიანი გადაფრენის შემდეგ მარშრუტი პრაღა-დუბაი-სინგაპური-ქრაისტჩერჩი 600-კილომეტრიანი საავტომობილო "გადარბენით" გაგრძელდა და ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის უკიდურეს სამხრეთში, ქალაქ ინვერკარგილში დასრულდა. ამ კუნძულის ქალაქები B ჯგუფის პირველ მატჩებს მასპინძლობენ.