კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:53

მულტიმედია / ფოტოკონკურსი

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია

ტექსტის ზომა - +
19.04.2013
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ადრევე დაიწყეს შეკრება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც დევიზით ”ევროპული არჩევანი,” 16 საათზე დაიწყო პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. ”ეს იქნება ჩვენი თანამოაზრეების შეკრება, მოვა ბევრი ადამიანი, ერთმანეთს გაამხნევებს და იტყვის, რომ საქართველომ მხოლოდ ევროპისკენ უნდა იაროს" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა. გაგრძელება

ფოტოგალერეა სახელებისა და სახეების დაჯილდოების ცერემონია

26 ივლისს, თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", გამომცემლობა "სახე(ლ)ებმა" მოაწყო წლის გამორჩეულ ადამიანთა დაჯილდოების ცერემონია. ოცდახუთი ნომინაციიდან ერთ-ერთში გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ჟურნალისტის ჯილდო მოიპოვა რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ.

ფოტოგალერეა სამარშრუტო ტაქსების გაძვირებამ პროტესტი გამოიწვია

25 ივლისს თბილისის მერიის წინ გაიმართა მცირერიცხოვანი აქცია, რომლის ერთადერთი მოთხოვნა იყო სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების კვლავ 50 თეთრამდე შემცირება. სამარშრუტო ხაზების მეპატრონეებს მერიამ მგზავრობის ღირებულების გაიაფების რეკომენდაციით მიმართა.

ფოტოგალერეა ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია თბილისსა და მოსკოვში

7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერი აქციები თითქმის ყოველდღე იმართება თბილისში. 19 ივლისს აქცია გაიმართა მოსკოვშიც.

ფოტოგალერეა მეთორმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს აპროტესტებენ

პარლამენტის წინ შეკრებილი თბილისის სკოლების რამდენიმე ათეული მეთორმეტეკლასელი 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებს აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ ვერ მოახერხებენ რვა გამოცდის ჩაბარებას, მით უმეტეს საბუნებისმეტყველო საგნებში, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში აღნიშნულ საგნებში სათანადო განათლება არ მიუღიათ.

ვიდეო მოიმკიან თუ არა ქარიშხალს დარვინისტები?

რატომაა დარვინის მიმართ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ნეგატიური, რა ვიცით ინგლისელი მეცნიერის შესახებ?

ვიდეო ფოტოკონკურსის შედეგები

20 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე რადიო თავისუფლებამ ჩაატარა ფოტოკონკურსი სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...” მასში მონაწილეობდნენ მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები.