პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:35

მულტიმედია / ფოტოგალერეების არქივი

აზიაში საფრთხეშია ათი ისტორიული ობიექტი

მუშა აღმოსავლეთ ავღანეთში, მეს აინაკში აღმოჩენილ ბუდისტურ მონასტერთან.

ტექსტის ზომა - +
29.05.2012
"გლობალური მემკვიდრეობის ფონდმა" ახლახან გამოაქვეყნა აზიის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული ობიექტის სია, რომლებიც საფრთხეშია სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს მიზეზებია: განვითარების პრობლემები, არამდგრადი ტურიზმი, არასათანადო მენეჯმენტი, ძარცვა, ომი და კონფლიქტი. გაგრძელება
მაისი 2012
28 მაისი 2012

ფოტოგალერეა "ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია

27 მაისის მასშტაბური სახალხო აქციით პოლიტიკურმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანიის დაწყება აღნიშნა. აქციის ათეულ ათასობით მონაწილემ, რომლებიც ვაკიდან, დიდუბიდან და ავლაბრიდან სამ კოლონად დაიძრნენ, თავისუფლების მოედანზე მოიყარეს თავი.

26 მაისი 2012

ფოტოგალერეა 26 მაისი თბილისში

რუსთაველის გამზირზე, სადაც ადრე სამხედრო აღლუმი ტარდებოდა, "სამრეწველო აღლუმი" გაიმართა: დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოფენილი იყო 270-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ნაწარმი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული სამამულო წარმოების ჯავშანტექნიკა და თვითმფრინავები.

17 მაისი 2012

ფოტოგალერეა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თბილისში

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ.

14 მაისი 2012

ფოტოგალერეა წყალდიდობა თბილისში

მსხვერპლი მოჰყვა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. თბილისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიამ თბილისი რამდენიმე მილიონი ლარით დააზარალა.

10 მაისი 2012

ფოტოგალერეა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა - ბერლინიდან ლონდონამდე

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომლის დროსაც ოლიმპიური ცეცხლი ანტიკური თამაშების მასპინძელი ქალაქიდან - საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიიდან - თანამედროვე ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ჩააქვთ, პირველად 1936 ბერლინის ოლიმპიადის წინ მოეწყო. წლევანდელი ესტაფეტის პროგრამაში შედიოდა 2900-კილომეტრიანი მარშრუტი საბერძნეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი 12800-კილომეტრიანი ოდისეა ბრიტანეთში, ათასზე მეტი ქალაქისა და სოფლის გავლით. ესტაფეტის ბოლო სადგურია ლონდონი, სადაც ცეცხლს ოლიმპიადის გახსნის დღეს, 27 ივლისს ჩაიტანენ.

ფოტოგალერეა რუსული ავიალაინერის ავარია ინდონეზიაში

9 მაისს რუსული წარმოების "სუხოი სუპერჯეტ 100", რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა სარეკლამო ფრენისას ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით. თვითმფრინავის ნამსხვრევები მეტყველებს, რომ ის მძინარე ვულკანის ფერდობს შეეჯახა. როგორც ვარაუდობენ, არავინ გადარჩენილა მასში მყოფ დიპლომატებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის.

09 მაისი 2012

ფოტოგალერეა 9 მაისი თბილისში

9 მაისს საქართველოში 67-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ვაკის პარკში შეკრებილი ვეტერანები წელსაც იღებდნენ პოლიტიკური პარტიების,საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ, უბრალოდ, თბილისელებისგან მილოცვებს და მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეებს იხსენებდნენ.

07 მაისი 2012

ფოტოგალერეა ვლადიმირ პუტინის წლები

ვლადიმირ პუტინი მესამე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 7 მაისს, კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს“. თუ ექვსი წლის შემდეგ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს, მაშინ 2024 წლისთვის, როცა პრეზიდენტად ყოფნის ბოლო ვადა ამოეწურება, პუტინი 71 წლის იქნება. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.

03 მაისი 2012

ფოტოგალერეა  ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს თბილისში ”ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებით გაიმართა თეატრალური აქცია დევიზით ”მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში”. აქციის თვალებახვეულმა და პირაკრულმა მონაწილეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

მაისი 2012

კალენდარი